საინტერესოა, შვილების, ქეთევანისა და თეიმურაზის წარმატებული კარიერა ელიტარულ პოსტებზე ვაშინგტონსა და პარიზში გარკვეული დათქმებით მოხდა? შემთხვევით, საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ გალაშქრება ხომ არაა ‘პოლიტიკურ მენიუში’?.. – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს და მისი შვილების კარიერულ წინსვლას შორის პარალელ ავლებს.
„პოლიტიკოსი ამომრჩევლის განწყობასა და, სურვილებს რომ კარგად უნდა იცნობდეს, არაა ახალი. სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების საქართველოს საზოგადოებას არ სურს ე.წ. მეორე ფრონტის გახსსნა, არ სურს ხელახალი უაზრო ომი.
მშვიდობისა და სტაბილურობის მომხრეა ჩვენი ხალხი. 14 ივნისის ბრიფინგზე პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ლოიალურად შეაფასა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების ჩვენდამი დაუმსახურებელი კრიტიკის კასკადი.
ოფიციალური კიევის ცალკეულ ჩინოსანთა განცხადებები, რომ თურმე საქართველოც ომში უნდა ჩაებას, რუსეთზე დააწესოს სანქციები, საქართველოს ხალხისთვის კატეგორიულად მიუღებელია! და ამ დროს რას ამბობს საქართველოს პრეზინდეტი? თურმე უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების ნებისმიერი ასეთი განცხადება უპასუხოდ უნდა დავტოვოთ.
2018 წლის 16 დეკემბერს, თელავში, ქალბატონმა ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ფიცი დადო და თქვა: მე საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას, კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ჩემი ხალხის და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის! საქართველოსს პრეზიდენტს და ნებისმიერი სახელმწიფოს მეთაურს პრიორიტეტები არ უნდა ეშლებოდეს! P.S. საინტერესოა, შვილების, ქეთევანისა და თეიმურაზის წარმატებული კარიერა ელიტარულ პოსტებზე ვაშინგტონსა და პარიზში გარკვეული დათქმებით მოხდა? შემთხვევით, საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ გალაშქრება ხომ არაა “პოლიტიკურ მენიუში”?..“ – წერს აბაშიძე facebook – ზე.