ბოლო პერიოდში, პრეზიდენტის ტრიბუნიდან ევროკავშირის რიგითი ბიუროკრატი გველაპარაკება. ადამიანი, რომელიც ქართველი ხალხის უდიდესი ძალისხმევით იქნა არჩეული, ყველაფერს აკეთებს, გარდა საქართველოს ინტერესების მსახურებისა – წერს ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, პრეზიდენტის ინსტიტუტის ნაცვლად, შეგვრჩა კიდევ ერთი უცხო ქვეყნის საელჩო და კიდევ ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობა. მისივე თქმით, გუშინდელ ბრიფინგზე, პრეზიდენტმა დამრიგებლური და ქედმაღლური ტონით, ერთი – ერთში გაიმეორა სამარცხვინო რეზოლუციის შინაარსი.
“პრეზიდენტის ინსტიტუტის ნაცვლად, შეგვრჩა კიდევ ერთი უცხო ქვეყნის საელჩო და კიდევ ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობა! ბოლო პერიოდში, პრეზიდენტის ტრიბუნიდან ევროკავშირის რიგითი ბიუროკრატი გველაპარაკება. ადამიანი, რომელიც ქართველი ხალხის უდიდესი ძალისხმევით იქნა არჩეული, ყველაფერს აკეთებს, გარდა საქართველოს ინტერესების მსახურებისა. გუშინდელ ბრიფინგზე, მან დამრიგებლური და ქედმაღლური ტონით, ერთი – ერთში გაიმეორა სამარცხვინო რეზოლუციის შინაარსი. გვითხრა, რომ ერთადერთია ქვეყნად, ვინც საგარეო პოლიტიკა იცის, მარტო მას ეუბნებიან სიმართლეს სხვა ლიდერები და მხოლოდ მან იცის, ის ერთადერთი ჭეშმარიტი გზა, რომელიც გადაგვარჩენს. კარგი პროლოგი ქონდა, მაგრამ ფასი დაკარგა მისი მხრიდან ივანიშვილის სანქცირების მოთხოვნის გაკრიტიკებამ ისევე, როგორც იმ რეზოლუციის ბოლოს, საქართველოსთვის სტატუსის მიცემაზე დადებითმა რეკომენდაციამ.
ქალბატონმა სალომემ შეურაცხყოფა მოგვაყენა, როდესაც გვითხრა, რომ ყველას გვეჩვენება მეორე ფრონტის გახსნის დაჟინებული მცდელობა. ამ საფრთხეს 24 თებერვლიდან მოყოლებული, ჩვენი თვალით ვხედავთ, ჩვენი ყურით ვისმენთ და ჩვენი ხელით ვეხებით. მეორე ფრონტზე ნათქვამი უდიდესი ტყუილი იყო მის განცხადებაში ყველაზე მეტად დამაზიანებელი, დანარჩენი მეათასე ხარისხოვანია! ასევე ფარსია, როდესაც ამბობს, რომ მისი მიზანია საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი!
გვიპასუხოს მარტივ კითხვაზე – მაშინ, როცა პრეზიდენტი უამრავ უსაფუძვლო ბრალდებას უყენებს საკუთარ ქვეყანას, როცა თავად ამბობს რომ მაჩანჩალები ვართ და ტრიოში ყველაზე ცუდი მდგომარეობა გვაქვს, ევროკომისიამ როგორღა უნდა დადოს დადებითი დასკვნა?! ეხლა გინდა 16-ში შეიკრიბეთ და გინდა 20-ში, გინდა ცალ-ცალკე და გინდა ერთად, საქვეყნო საქმეს არც ერთი არ აკეთებთ!!!- წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.