„ორპირობის საუკეთესო ნიმუშთან გვაქვს ჩვენ ახლა შეხება. როცა ქალბატონი ხოშტარია გამოდის და გულზე მჯიღს იცემს და ამბობს, რომ საქართველო უპირველეს ყოვლისა მას ჯიბეში უდევს გადაკეცილი რუბლები საფულეში, არ უმძიმებს ჯიბეს ეს რუსული რუბლები?“- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.
როგორც ცაგარეიშვილმა აღნიშნა „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია ხელფასს რუსეთის ფედერაციიდან იღებს, რაც არის კატასტროფა.
„ფაქტი ის არის, რომ პოლიტიკოსი, რომელიც სხვას ამუნათებს, რუსეთუმეობას და პროპუტინისტობას აბრალებს, ხელფასს იღებს რუსეთის ფედერაციიდან რუბლებში, ეს არის კატასტროფა. 25 წელიაო მე ეს ხელფასი მერიცხებაო და 2008 წლის აგვისტოს თვის გადმორიცხვები გამოაქვეყნოს ქალბატონმა ხოშტარიამ, მაგ დროს თუ აქვს მიღებული ჯილდო ჰონორარის სახით, სასცენო ხელოვნების განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის“- განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.