„ლეგიტიმურია ეს კითხვები დღესაც, მით უმეტეს რომ – “რა ფულით აორგანიზებს” ხოშტარია 20 ივნისის აქციას – ამაზე პასუხი ირიბად უკვე გაცემულია. “გავრილიადის” სამი წლისთავს – იგივე შემსრულებელი, იგივე წამყვანი – ხოშტარია და როგორც ჩანს, იგივე დამფინანსებელი ეყოლება“- წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
„მესმის, რომ უცხო ქვეყნის დეპუტატი არ გაიჩხრიკებოდა საზღვარზე, მაგრამ ამ ახალი გარემოებების ჭრილში მართლა დაფიქრდები კაცი: რა ოდენობის თანხის ჩამოტანა შეეძლო სამი წლის წინ “მარიინსკის თეატრის” ფინანსური ხაზით გავრილოვს, ხომ არ იყო მისი ჩამოსვლა მათ შორის ხოშტარიასთვის ფულის გადაცემის მიზნით განპირობებული და ხომ არ მოხმარდა ეს ფული სახელმწიფო გადატრიალების სცენარის განხორციელებას.
ლეგიტიმურია ეს კითხვები დღესაც, მით უმეტეს რომ – “რა ფულით აორგანიზებს” ხოშტარია 20 ივნისის აქციას – ამაზე პასუხი ირიბად უკვე გაცემულია. “გავრილიადის” სამი წლისთავს – იგივე შემსრულებელი, იგივე წამყვანი – ხოშტარია და როგორც ჩანს, იგივე დამფინანსებელი ეყოლება.
ერთი წარუმატებელი პერფორმანსი გუშინ ვიხილეთ – მორიგი ორშაბათს გველოდება. მაგრამ რამდენად საინტერესოა ის “კინო”, რომელიც ასჯერ გაქვს ნანახი, რომელსაც უნიჭო რეჟისორი ჰყავს, მეორეხარისხოვანი მსახიობები და კონკრეტული სპეცსამსახურების ფინანსური დახმარებით არის გადაღებული…“- წერს ქართველიშვილი.