ჩემი ვერსიით მას დაავალეს, რომ საქართველოსთვის გამოგონილი კანდიდატობის საკითხი მისი ლიდერობით დაძრულიყო და ევროკავშირში განაცხადის შეტანის მედროშე გამხდარიყო. ეს ერთგვარად მას პოლიტიკურ ქულებსაც მოუტანდა და პროცესის მართვის ლეგიტიმური საფუძველი ექნებოდა. ხელისუფლებამ აქაც ჭკვიანურად იმოქმედა ეს ეს ნაბიჯი მის ჩამოსვლამდე გადადგა – წერს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი.
მისი თქმით, თუ უნდა რომ, ნაცმა შეიყვაროს, ამისათვის როგორც მინიმუმ გვარამიას შეწყალებაა საჭირო. ამ ანალიზის გათვალისწინებით, ძალიან მეეჭვება, რომ ზურაბიშვილს მისმა პატრონებმა კონსტრუქციული ქმედების უფლება მისცენ.მას მალე ვიხილავთ ნაცების გვერდით, ეს გარდაუვალია.
„ფაქტია, რომ სალომე ზურაბიშვილი ვიღაცების თვალში, განსაკუთრებით კი დასავლური და კიდევ უფრო დასავლეთით მყოფი ქვეყნის პოლიტიკურ ელიტებში ოპოზიციის ლიდერად და მაკონსოლიდებლად მოაზრებოდა, პარალელურად კი ხელისუფლებისთვის უნდა შეექმნა პრობლემები. ეს გეგმა ჯერ კიდევ მაშინ გახდა ცხადი, როდესაც დავალების მისაღებად დაიბარეს, მთავრობისგან ვიზიტებზე თანხმობა ვერ მიიღო, მაგრამ კონსტიტუცია დაარღვია და მაინც წავიდა. ამის შემდეგ მოვლენები ძალიან საინტერესოდ განვითარდა. ჩემი ვერსიით მას დაავალეს, რომ საქართველოსთვის გამოგონილი კანდიდატობის საკითხი მისი ლიდერობით დაძრულიყო და ევროკავშირში განაცხადის შეტანის მედროშე გამხდარიყო. ეს ერთგვარად მას პოლიტიკურ ქულებსაც მოუტანდა და პროცესის მართვის ლეგიტიმური საფუძველი ექნებოდა. ხელისუფლებამ აქაც ჭკვიანურად იმოქმედა ეს ეს ნაბიჯი მის ჩამოსვლამდე გადადგა.
ახლა ზურაბიშვილი ძალიან რთულ მდგომარეობაშია, ერთი მხრივ მას არ უნდა, რომ პირდაპირ ნაცებს შეეზილოს, მაგრამ სხვა გზა არ აქვს. არ გამოუვა შუაში სიარული, ოცნების მხარდამჭერებს ის არასოდეს მოსწონდათ და ამის დადასტურება არჩევნებია, როდესაც პირველ ტურში წაგების შემდეგ პარტიამ ქუდზე კაცი დარაზმა და ისე გაამარჯვებინა. ხოლო თუ უნდა რომ, ნაცმა შეიყვაროს, ამისათვის როგორც მინიმუმ გვარამიას შეწყალებაა საჭირო. ამ ანალიზის გათვალისწინებით, ძალიან მეეჭვება, რომ ზურაბიშვილს მისმა პატრონებმა კონსტრუქციული ქმედების უფლება მისცენ. მას მალე ვიხილავთ ნაცების გვერდით, ეს გარდაუვალია“ – წერს მეგრელიშვილი facebook – ზე.