ევროკომისიის რეკომენდაციით, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი მიენიჭა ევროპული პერსპექტივა.
„ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ საბჭოს, საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, შეაფასოს, როგორ ასრულებს პირობებს, ვიდრე მივანიჭებთ კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დენ ლაიენმა.
აღნიშნული განცხადების ფონზე, ვნახოთ რომელ ადგილებს იკავებენ ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნები მსოფლიოში სხვადასხვა ინდექსის გათვალისწინებით.
1. იუსტიციის რეფორმა: მსოფლიო სამართლიანობის პროექტის (World Justice Project) მონაცემებით: საქართველო – 49-ე ადგილი 139-დან, უკრაინა – 74-ე, მოლდოვა – 73:
2. კორუფცია: საერთაშორისო გამჭვირვალობის (Transparency International) მიერ გაზომილი კორუფციის აღქმის ინდექსი 2021: საქართველო – 45-ე ადგილი, უკრაინა – 122-ე, მოლდოვა: 105-ე.
3. ორგანიზებული დანაშაული: მსოფლიოს კრიმინალური ინდექსის მიხედვით: საქართველოს აქვს 23,38 ქულა, უკრაინას – 47,42, მოლდოვას – 46,35 (ყველაზე მაღალი კრიმინალობაა ვენესუელაში – 83,76).
4. სიტყვის თავისუფლება 2021 (რეპორტიორები საზღვრების გარეშე Reporters Without Borders) საქართველო მე-60 ადგილი, უკრაინა – 97-ე, მოლდოვა – 89-ე.
5. პრესის თავისუფლება (მსოფლიო ბანკი World Bank): საქართველო – 28,64; უკრაინა – 32,9; მოლდოვა: 31,61; (საუკეთესო მსოფლიოში არის ფინეთი – 6,99).