,,აი, ასე წარმოუდგენია ოპოზიციას “დეპოლარიზაციაზე” ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულება,” – ასე ეხმიანებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციური პარტიის ლიდერის მამუკა გამყრელიძის განცხადებას.
როგორც ანჯაფარიძე წერს, ოპოზიციას წარმოუდგენია, რომ ქართული ოცნების მილიონამე ამომრჩეველის პოზიციას არ გაითვალისწინებენ და ხელისუფლებას ოპოზიცია გადაინაწილებს.
,,აი ასე წარმოუდგენია ოპოზიციას “დეპოლარიზაციაზე” ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულება. ანუ, ქ/ოცნებას და მის მილიონამდე ამომრჩეველს ჭიტლაყს ვკრავთ და გავაგდებთ პოლიტიკური ველიდან, ხელისუფლებას გადავინაწილებთ ოპოზიციური პარტიები და გაგვეხსნება თურმე გზა ევროპისკენ. თანაც ამას გვეუბნება ოპოზიციის ის წარმომადგენელი, რომელსაც აქვს რუსეთის მოქალაქეობა და რუსეთში ბიზნესები” – წერს ანჯაფარიძე.