,,სანამ ჩემზე ილაპარაკებთ, წარმოდგენა თუ გაქვთ NATO-ს ან ევროკავშირზე და მისი ღირებულებაზე? ნატო ჯერ კიდევ გუშინ ქალის სახელი გეგონათ… ახლა ყურადღებით მომისმინეთ: ზოგიერთი თქვენთაგანი ან დაბადებული არ იყო, ან სულაც რუსულ სკოლაში ან მოსკოვში სწავლობდა, როდესაც მე NATO-სა და EU სწავლებაზე თუ კონფერენციაზე საქრთველოს, ქვეყნის ღირსებისა და ინტერესების სახელით გამივდიოდი,” – ასე მიმართავს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ოპოზიციურ მედიას.
როგორც ნიკოლეიშვილი წერს, ჟურნალისტებს “ვურჩევ, ჩემს შესახებ საუბრისას ფაქტებითა ილაპარაკოთ, ნატო-ს თავდაცვის კოლეჯის( NDC) და აშშ-ს არმიის სამეთაურო და გენერალური შტაბის( US Army CGSC) წარჩინებით კურსდამთავრებული გახლავართ”.
,,სანამ ჩემზე ილაპარაკებთ, წარმოდგენა თუ გაქვთ NATO-ს ან ევროკავშირზე და მისი ღირებულებაზე? ნატო ჯერ კიდევ გუშინ ქალის სახელი გეგონათ… ახლა ყურადღებით მომისმინეთ: ზოგიერთი თქვენთაგანი ან დაბადებული არ იყო, ან სულაც რუსულ სკოლაში ან მოსკოვში სწავლობდა, როდესაც მე NATO-სა და EU სწავლებაზე თუ კონფერენციაზე საქრთველოს, ქვეყნის ღირსებისა და ინტერესების სახელით გამივდიოდი. სხვათაშორის ნატო-ს თავდაცვის კოლეჯის( NDC) და აშშ-ს არმიის სამეთაურო და გენერალური შტაბის( US Army CGSC) წარჩინებით კურსდამთავრებული გახლავართ. ზოგიერთი დღეს იპოზიციაში მყოფი, რუსი გენერლების თუ დიპლომატების დანახვაზე რომ ქვეშ ისვრიდა, მე მაშინ რუსეთის ბაზების საქართველოდან გაყვანის მოლაპარაკებებში ვმონაწილეობდი და მათი გაყვანის გრაფიკისა და გეგმის ერთ-ერთი ავტორიც ვარ.
რაც შეეხება ჩემს სავსებით სამართლიან და კრიტიკულ მოსაზრებებს, ცალკეული ევროპელების თუ ამერიკელების მიმართ, მე ჩემი ქვეყნის სახელმწიფო და ეროვნული ინტერესებზე შემტკივა გული და ბატონყმურ დამოკიდებულებას ვერავისგან შევეგუბი! დავიჯერო თქვენ ვერ ამჩნევნევთ ორმაგ სტანდარტებს? როგორ მოხდა, რომ ყველა საერთაშორისო კვლევებით დსთ- ს წევრ მოლდოვას და ომში მყოფ უკრაინას კანდიდატობას აძლევენ და ჩვენ არა…
მაინცდამაინც, დსთ-ში უნდა შევიდეთ თუ ომი დავიწყოთ? 90 -იანების, 2008 წლის ომი არ კმარა? თუმცა დღეს ვინც ყველაზე მეტად ღელავს საზღვარზე არ გარბოდა?! სიები ამოიღეთ და გაასაჯაროეთ! სააკაშვილს რომ იცავთ, არ იცით მიწაზე ფორთხვის მერე როგორ მიატოვა ბიჭების ცხედრები, რომ არა პატრიარქი, ვინ გააპატიოსნებდა გმირებს?! არც ის გსმენიათ ლიახვის ხეობის სოფლებს ქვა-ღორღი რომ უწოდა?! არც ის იცით, რამდენი სტრატეგიული ობიექტი გადაუფორმეს ომის მერე რუსებს და ამართლებდნენ ფულს სუნი არა აქვსო… სია გაასაჯაროეთ! თქვენგან განსხვავებით ვერცერეთ ქვეყანას ვერ დაუდგები მონად, გავაკრიტიკებ ყველას, ვინც ჩემს ქვეყანას და მის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, ორმაგი და შერჩევით სამართლით ვინც მოქმედებს, ვითომ დიდ პიოლიტიკას თამაშობს, რეალურად კი რუსეთთან ფარული გარიგებით მოქმედებს და უკვე მერამდენედ მათ პირისპირ მარტო გვტოვებს. თქვენ ჟურნალისტებს ვურჩევ, ჩემი სახელისა და გვარის ხსენებისას, ზრდილობა და კორექტულობას მოუხმოთ, ჩემს შესახებ საუბრისას ფაქტებითა და მტკიცებულებებით ილაპარაკოთ. ბევრი თქვენგანი ძალიან კარგად მიცნობთ და ისე ნუ გააკეთებთ ჩემთან პირადად შეხვედრისას თავის დახრა მოგიწიოთ!” – წერს ნიკოლეიშვილი.