„ვინც იქ ბრძანდებოდით, თუ გიფიქრიათ ვისი ფულით ჩატარდა აქცია? ან რატომ ჩაერთნენ ვითომ აპოლიტიკურ აქციაზე ნაცების ევროკორუმპირებული ლობისტები და მოითხოვეს ბიძინა ივანიშვილის დასჯა? არ ვიცი, რა უნდა გავაკეთოთ მოსახლეობის იმ ნაწილმა, ვისაც აზროვნების უნარი ჯერ კიდევ გვაქვს, რომ თქვენ, ვითომ არანაცებს, რეალობის აღქმა შეგაძლებინოთ“- ასე ეხმიანება ფეისბუქ მომხმარებელი მაიკო ელოშვილი 20 ივნისს გამართულ აქციას.
მისი თქმით თამაშდება ორი სცენარი: 24 ივნისს, თუ ევროპის საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს მისცეს წევრობის კანდიდატის სტატუსი, ეს წარმატება მიიწეროს ნაციონალურმა მოძრაობამ ან ევროპის საბჭოს მიერ დღევანდელი მოცემულობის დატოვების შემთხვევაში, კიდევ უფრო დიდი ისტერიით დაიწყონ აქციები ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით და გამოიწვიონ დესტაბილიზაცია.
„ძალიან მეცოდება ის ხალხი, ვისაც გგონიათ რომ გუშინ, შოთა დიღმელაშვილმა, მაქარაშვილმა, ეკა გიგაურმა, ლაშა ბუღაძემ, ნანკა კალატოზიშვილმა, ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილმა და ბუჩქებში დამალულმა მიშა მშვილდაძემ ევროკავშირში საქართველოს გასაწევრიანებლად შეგკრიბათ და არა ნაცპარტიული ინტერესების მიზნით. თამაშდება ორი სცენარი:
1) 24 ივნისს, თუ ევროპის საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს მისცეს წევრობის კანდიდატის სტატუსი, ეს წარმატება მიიწეროს ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა ფილიალებმა. შემდეგ, მოითხოვონ ევროკომისიის მოთხოვნებიდან ერთადერთი პუნქტის შესრულება – დეოლიგარქიზაცია და ეს შეეხოს მხოლოდ ივანიშვილს და არა, სააკაშვილს, კეზერაშვილს, ნაყოფიას, ხაზარაძეს და სხვებს.
2) ევროპის საბჭოს მიერ დღევანდელი მოცემულობის დატოვების შემთხვევაში, 24 ივნისს კიდევ უფრო დიდი ისტერიით დაიწყონ აქციები ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით და გამოიწვიონ დესტაბილიზაცია.
ორივე შემთხვევაში, მივდივართ სამოქალაქო დაპირისპირებისაკენ. ამიტომ, ის ხალხი, ვინც გუშინ რუსული რუბლით და ნაცოლიგარქ-კრიმინალების – კეზერაშვილისა და რუსეთის მოქალაქე ნაყოფიას დაფინანსებულ აქციაზე მიხვედით, ან თანაუგრძნობთ მათ და აქციის ვიდეოს და ფოტოებს ამაყად აზიარებთ, ან ფარული ნაცები ხართ, ან ფაქტებს და მოვლენებს ერთმანეთთან ვერ აკავშირებთ. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ მერაბ კოსტავას შემდეგ, ერის ნაწილი ლიდერად აღიარებდა პატარა, სასაცილო, უინტელექტო ნაცმაცუნებს, რომელთაც ასეთი აქციების მოწყობაში მსუყე ხელფასები აქვთ.
თქვენ რა გრჯით, კიდევ უფრო მეტი დაფინანსება რომ მიიღონ? დავიჯერო, მათ გარეშე საზოგადოების შეკრება და ნებისმიერი მოთხოვნის დაფიქსირება შეუძლებელია? ვინც იქ ბრძანდებოდით, თუ გიფიქრიათ ვისი ფულით ჩატარდა აქცია? ან რატომ ჩაერთნენ ვითომ აპოლიტიკურ აქციაზე ნაცების ევროკორუმპირებული ლობისტები და მოითხოვეს ბიძინა ივანიშვილის დასჯა? არ ვიცი, რა უნდა გავაკეთოთ მოსახლეობის იმ ნაწილმა, ვისაც აზროვნების უნარი ჯერ კიდევ გვაქვს, რომ თქვენ, ვითომ არანაცებს, რეალობის აღქმა შეგაძლებინოთ. სწორია, რომ მალავთ. ნაცობა – სირცხვილია“- წერს მაიკო ელოშვილი.