ნანა კაკაბაძე: პროპაგანდის იარაღად ქცეული ტელევიზიების საშუალებით, მოქალაქეებს ყოველდღიურად ჩასჩიჩინებენ, რომ ევროპული ღირებულებები სწორედ ისაა, რასაც ისინი ქადაგებენ

„არავის უნდა იმის გახსენება, რომ ვინც დღეს ახალგაზრდებს ტვინებს ურეცხავს ევროპეიზაციის სიკეთეებზე საუბრით, სწორედ მათ დაამყარეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ანტიდემიკრატიული რეჟიმი. მათი მმართველობის პერიოდში ფეხქვეშ იყო გათელილი ისეთი ფუნდამენტური ევროპული ღირებულებები, როგორებიცაა კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა, სამართლინი სასამართლო, თავისუფალი მედია, პატიმრებისათვის ადამიანური პირობები, სამართლიანი არჩევნები, მმართველობის ფორმებიდან ძალადობის, მოსყიდვისა და დაშინების გამორიცხვა და ა. შ.“- ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით გაჩნდა იმის საშიშროება, რომ საზოგადოების უმრავლესობა, გაუკუღმართებული და ფარისევლური სახით „ევროპულობის“ მიწოდების მსხვერპლი აღმოჩნდეს.

 

„რა არის ევროპეიზაცია? ქართველები თაობების მანძილზე ილტვოდნენ ევროპისაკენ, რადგან ნებისმიერი წესიერი ადამიანისთვის, ევროპული ღირებულებები, არათუ მისაღები, არამედ მუდამ საოცნებოც იყო. სამწუხაროდ, დღეს ევროპული ღირებულებების დამკვიდრების სიკეთეებზე და აუცილებლობაზე ყველაზე მეტს გაჰყვირის და გვმოძღვრავს ადამიანთა 2 ჯგუფი:

 

1 ჯგუფი: პოლიტიკას მიტმასნილი, კრიმინალური აზროვნების ინდივიდები, რომლებმაც მოახერხეს 9 წელი ხელისუფლებაში ყოფნა. მათ, საკუთარ ინტერესებზე მორგებული პოლიტიკა, სწორედ ამ ღირებულებების დასათრგუნავად და ფეხქვეშ გასათელად მიმართეს. აკეთეს ისეთი საქმეები, რის გამოც სწორედ ადამიანის უფლებების და ევროპული იდეალების წინააღმდეგ მებრძოლის იმიჯი დაიმკვიდრეს ქართულ საზოგადოებაში.

 

2 ჯგუფი: უცხოური გრანტებით მსუყედ დაფინანსებული ე. წ. არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტები, რომლებიც ხალხს ტვინს ულაყებენ, ტყუილში არწმუნებენ, რომ თითქოს არ არსებობს ევროპეიზაცია ერთნაირსქესიანთა ქორწინების, გეი აღლუმების, ნარკოტიკების ლეგალიზაციის და მძვინვარე ათეიზმის გარეშე. ამკვიდრებენ ტენდენციას, რომ რაც უფრო მეტად დასცინებ, დააბულინგებ და ჩაქოლავ იმათ, ვისთვისაც ეს ყველაფერი მიუღებელია, მით უფრო მეტ ევროპელად და „პრადვინუტად“ გამოჩნდები.

 

ამ ორივე ჯგუფის წარმომადგენელთა საბოლოო მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლების მოპოვებაა. -პირველი ჯგუფი, ანუ „სისხლიანი 9 წლის“ რეჟიმის შემქმნელი და მსახური პოლიტიკოსები, ძალაუფლების მოპოვებაში, გულისხმობენ ხელისუფლების შეცვლას ნებისმიერი გზით, ხოლო მეორე ჯგუფის წარმომადგენლებს ქართული საზოგადოების გონებაზე, გრძნობებზე, ემოციებზე გაბატონება და მათ მართვაზე აქვთ პრეტენზია.

 

საქართველოს ახალგაზრდობას, უყალიბებენ დამახინჯებულ ყალბ სტერეოტიპებს. პოლიტიკოსებიც და ე. წ. სამოქალაქო საზოგადოებაც, ახალგაზრდების გულწრფელ მისწრაფებებს, იყენებენ ლიბერალურ- ტოტალიტალური სახელმწიფოს ასაშენებელ აგურებად. პროპაგანდის იარაღად ქცეული ტელევიზიების საშუალებით, გაუთვითცნობიერებელ მოქალაქეებს, ყოველდღიურად ჩასჩიჩინებენ, რომ ევროპული ღირებულებები სწორედ ისაა, რასაც ისინი ყოველდღიურად ქადაგებენ. ნებისმიერი საწინააღმდეგო აზრი კი ”მტრული ძალების” მოქმედებად ან ამ ძალების წისქვილზე წყლის დასხმად ითვლება. არავის უნდა იმის გახსენება, რომ ვინც დღეს ახალგაზრდებს ტვინებს ურეცხავს ევროპეიზაციის სიკეთეებზე საუბრით, სწორედ მათ დაამყარეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ანტიდემოკრატიული რეჟიმი.

 

მათი მმართველობის პერიოდში, ფეხქვეშ იყო გათელილი ისეთი ფუნდამენტური ევროპული ღირებულებები, როგორებიცაა კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა, სამართლიანი სასამართლო, თავისუფალი მედია, პატიმრებისათვის ადამიანური პირობები, სამართლიანი არჩევნები, მმართველობის ფორმებიდან ძალადობის, მოსყიდვისა და დაშინების გამორიცხვა და ა. შ. ე. წ. ლიბერალური ტოტალიტარიზმის მშენებელთა რიგებში მყოფი „პრადვინუტები“, ყველაფერს აკეთებენ „ახალი ქართველების“ ჯიშის გამოსაყვანად, რომლებისთვისაც რწმენა, სამშობლო, სიკეთე, სიყვარული, ოჯახი, სქესთა შორის განსხვავების ტრადიციული აღიარება, სხვადასხვა შეხედულების ადამიანისათვის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების მიცემა, ატავისტურ გადმონაშთებად აღიქმებოდეს.

 

ამიტომ არის საშიში ასეთი კატეგორიის ხალხის მხრიდან მონოპოლიის მოპოვება ევროპულობაზე და მათი წარმოჩენა ევროპეიზაციის მამებად, თორემ თავისთავად ტრადიციული ევროპული ღირებულებების დამკვიდრებისა და განმტკიცებისკენ სწრაფვა ყოველი წესიერი მოქალაქის ინტერესი უნდა იყოს. გაჩნდა იმის საშიშროება, რომ საზოგადოების უმრავლესობა, გაუკუღმართებული და ფარისევლური სახით „ევროპულობის“ მიწოდების მსხვერპლი აღმოჩნდეს. ასევე ახალგაზრდებს შორის მოხდეს ჭეშმარიტი ტრადიციული ევროპული იდეების დევალვაცია“- წერს ნანა კაკაბაძე.

Back to top button