ზურაბ ქადაგიძე: როგორი უტიფრობაა ქვეყნის მთავრობა ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას კონსტიტუციით ამყარებს და “სემსოროკზე” მოცეკვავე ქართველი მამულიშვილები ანტისაოკუპაციო ტრაფარეტებით დარბიან

“არაფერი განსაკუთრებული არ თქმულა, რომ ნატოში ჩვენი სრული ინტეგრაცია, დეოკუპაციისა და საქართველოს სრული ტერიტორიული გაერთიანებითაა შესაძლებელი”- ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე პრემიერ-მინისტრის მიერ დოჰაში გაკეთებული განცხადების ირგვლივ გაკეთებულ არასწორ შეფასებებს.

 

“ლяკა რუბლოვნა,რომ ღალატზე ისაუბრებს რა სირცხვილია… ახალ ნარატივს გამოაცხობენ ახლა მავნებელი რადიკალები: ეს განხცადება ნატოზე უარს ნიშნავსო… რა ხდება სინამდვილეში:

 

1)ნატოს კოლექტიური თავდაცვა ანუ მე5 პუნქტი ვრცელდება წევრი ქვეყნის ტერიტორიის მთელ იურისდიქციაზე. ამ შემთხვევაში აფხაზეთის და სამაჩაბლოს საკითხი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. გარდა ამისა საქართველოს შემთხვევა უფრო კომპლექსურია გამომდინარე რუსული ფაქტორის გამო…

 

2) ერთადერთი პრეცედენტი, წევრი პრობლემური ქვეყნისა იყო გერმანიის გაყოფილი ორი სახწლმწიფო,თუმცა ეს მოხდა მე-20 საუკუნეში და ამისთანა ვერსია აღარ განმეორებულა…

 

3) ბევრი მაღალჩინოსანი და საერთაშორისო წარმომადგენლობის დიპლომატი საუბრობდა ვერსიის უტოპიურ არსზე,რომ წარმოუდგენელია გერმანიის მაგალითით საქართველოს ალიანსში გაწევრიანება… ასე, რომ არაფერი განსაკუთრებული არ თქმულა, რომ ნატოში ჩვენი სრული ინტეგრაცია, დეოკუპაციისა და საქართველოს სრული ტერიტორიული გაერთიანებითაა შესაძლებელი… ერთი რიტორიკული კითხვა რადიკალებს: -თქვენ თუ ხართ თანახმა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე საქართველოს რდილო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციისა? წარმოუდგენელია,თუმცა ჰიპოთეტურად მაინც რას ფიქრობთ?…

P.S. ისე, როგორი უტიფრობაა ქვეყნის მთავრობა ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას კონსტიტუციით ამყარებს და “სემსოროკზე” მოცეკვავე ქართველი მამულიშვილები ანტისაოკუპაციო ტრაფარეტებით დარბიან”- წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

Back to top button