ნანა კაკაბაძე: დასავლეთს არ აინტერესებს საქართველოში რა რეჟიმი იქნება, მთავარია აქ იყოს მათი ნებისმიერი სურვილის შემსრულებელი; დასავლეთი ხედავს, რომ დღევანდელი ხელისუფლება, საქართველოს დამაზიანებელ მოთხოვნებს არ თანხმდება

ძალაუფლებაზე დაგეშილ პოლიტიკოსთა გათვლა მზაკვრულია – ბიძინას ნეიტრალიზაციით ხელისუფლება ჩამოიშლება. ამიტომ ცდილობენ დასავლელი “პარტნიორები” და საქართველოს ავის მოსურნენი დაჟინებით ივანიშვილის სანქცირების მიღწევას და არჩევნებამდე (თუნდაც ვადამდელ არჩევნებამდე) ისეთი გარემოს შექმნას, რომ დღევანდელი ხელისუფლება ხალხის თვალში წარმავალ, ხოლო საკუთარი თავი – მომავალ ძალად წარმოაჩინონ. დასავლეთს არ აინტერესებს საქართველოში რა რეჟიმი იქნება, მთავარია აქ იყოს მათი ნებისმიერი სურვილის შემსრულებელი. დასავლეთი ხედავს, რომ დღევანდელი ხელისუფლება, საქართველოს დამაზიანებელ მოთხოვნებს არ თანხმდება – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

კაკაბაძის თქმით, მათ კარგად იციან – ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს, პატიოსან და ობიექტურ ჭიდილში ისევ „ოცნება“ გაიმარჯვებს და ნაცები ისევ ოპოზიციურ ძალად დარჩებიან. ამიტომ სჭირდებათ, ბიძინა ივანიშვილის არჩევნებამდე განეიტრალება და ხელისუფლებაში მოსასვლელად მოედნის მოსუფთავება.

 

რაც შეეხება დეოლიგარქიზიაციას, კაკაბაძის თქმით, ეს სწორედ ამ მიზნით შექმნილი ხელოვნური ტერმინია, თორემ ყველამ კარგად იცის ივანიშვილის ფულის წარმოშობის წყაროც და ქველმოქმედების ის უზარმაზარი მასშტაბებიც, რომელსაც ის საქართველოში ახორციელებს.

 

„დეოლიგარქიზაცია „მოაცილეთ ოლიგარქი ივანიშვილი ქვეყნიდან და ხელისუფლებიდან, თორემ საქართველო ვერ მიიღებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს“! ასეთი მოწოდებები სულ უფრო ხშირად გაისმის საქართველოს შიგნითაც და გარეთაც. ჩვენი ქვეყნის „დაუძინებელი მეგობრები“ ამით პირდაპირ მოუწოდებენ ხელისუფლების ცვლილებისკენ. ეს კი შეიძლება ძალადობრივი გზითაც მოხდეს და მშვიდობიანადაც. დღევანდელი “პოლიტიკოსების” ლექსიკონიდან, გასაგები ხდება, რომ ისინი, შეეცდებიან მასობრივი გამოსვლებით, სახელმწიფო სტრუქტურების პარალიზებას, ხელოვნური საპარლამენტო კრიზისის შექმნას (როდესაც პრემიერი გადადგება, ხოლო ახალ პრემიერს რამდენიმე მცდელობის მიუხედავად პარლამენტი ვერ (უფრო სწორად, არ) აირჩევს და დაინიშნება ვადამდელი არჩევნები.

 

ფორმალურად ამას დაერქმევა კონსტიტუციური გზით ხელისუფლების ცვლილება. რეალურად ეს იქნება ძალადობრივი გზით გამოწვეული, ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი, კონსტიტუციური გზით ვადამდელი არჩევნების დანიშვნის იმიჯის შესაქმნელად. როგორც იტყვიან, „ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს“.

 

საინტერესოა, რატომ დაირაზმა დასავლეთი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და რატომ აუნთო მწვანე შუქი ქართველ ანტიდემოკრატებს, ანტი ევროპელებს და დიქტატორული რეჟიმის ადეპტებს. სააკაშვილის რეჟიმის შემქმნელებისა და მის განმტკიცებაში მონაწილეების გარდა, ქართული ოპოზიციის რეიტინგი 1-3%-ს არ აღემატება, რის გამოც მათ ხელისუფლებასთან მისვლის შანსები პრაქტიკულად არ გააჩნიათ და ამას არც მტაცებელი სააკაშვილის გუნდი დაუშვებს.

 

გამოდის, რომ დასავლეთს არ აინტერესებს საქართველოში რა რეჟიმი იქნება, მთავარია აქ იყოს მათი ნებისმიერი სურვილის შემსრულებელი,თუნდაც ფორმალურად ანტირუსული ხელისუფლება, რომელიც ამ გამწვავებულ საერთაშორისო ვითარებაში თავისი ქვეყნის საზიანოდ ანტირუსულ სანქციებსაც დათანხმდება, მეორე ფრონტსაც გახსნის და საზარბაზნე ხორცადაც გააგზავნის ომში ქართველებს.

 

დასავლეთი ხედავს, რომ დღევანდელი ხელისუფლება, საქართველოს დამაზიანებელ მოთხოვნებს არ თანხმდება. ამიტომ დასავლეთი ხელს შეუწყობს, ხელისუფლებაში ისეთი ძალის მოსვლას, რომელიც არათუ დათანხმდება ამაზე, არამედ თავისი პოლიტიკის საფუძვლად აიღებს საკუთარი ქვეყნის იგნორირებით, უცხო ქვეყნების ინტერესების გატარებას.

 

სხვა ახსნას ვერ მოუძებნი, კერძო საკუთრების, თავისუფალი მედიისა და სასამართლოს წინააღმდეგ მებრძოლ, არჩევნების ტოტალურად გამყალბებელ, ქუჩებში მოქალაქეთა ჩამცხრილველ, საპატიმროებში ადამიანთა მწამებელ ხელისუფლებას, „დემოკრატიის შუქურას“ ეძახდე, ხოლო ამ ყველაფრის აღმომფხვრელ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას – ანტიდასავლურს, პრორუსულს და ოლიგარქიულს. მართალია, ბიძინა ივანიშვილი დღეს ჩამოცილებულია ხელისუფლებას, მაგრამ ყველამ იცის, რომ „ქართულ ოცნებას“ მრავალი მხარდამჭერი სწორედ მისი ავტორიტეტის გამო ჰყავს. ძალაუფლებაზე დაგეშილ პოლიტიკოსთა გათვლა მზაკვრულია – ბიძინას ნეიტრალიზაციით ხელისუფლება ჩამოიშლება. ამიტომ ცდილობენ დასავლელი “პარტნიორები” და საქართველოს ავის მოსურნენი დაჟინებით ივანიშვილის სანქცირების მიღწევას და არჩევნებამდე (თუნდაც ვადამდელ არჩევნებამდე) ისეთი გარემოს შექმნას, რომ დღევანდელი ხელისუფლება ხალხის თვალში წარმავალ, ხოლო საკუთარი თავი – მომავალ ძალად წარმოაჩინონ. ამ ფონის შესაქმნელად გარკვეული დრო სჭირდებათ. მათ კარგად იციან – ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს, პატიოსან და ობიექტურ ჭიდილში ისევ „ოცნება“ გაიმარჯვებს და ნაცები ისევ ოპოზიციურ ძალად დარჩებიან.

ამიტომ ჭირდებათ, ბიძინას არჩევნებამდე განეიტრალება და ხელისუფლებაში მოსასვლელად მოედნის მოსუფთავება. რაც შეეხება დეოლიგარქიზიაციას, ეს სწორედ ამ მიზნით შექმნილი ხელოვნური ტერმინია, თორემ ყველამ კარგად იცის ივანიშვილის ფულის წარმოშობის წყაროც და ქველმოქმედების ის უზარმაზარი მასშტაბებიც, რომელსაც ის საქართველოში ახორციელებს. იმ ტყუილებს, რომელიც ბიძინას „პრორუსულობას“ ეხება, სხვებს არწმუნებენ, თორემ თვითონ (შინაურებმაც და გარეულებმაც) კარგად იციან, რომ რეალურად სწორედ ოპოზიცია აკეთებს რუსულ საქმეს (ზოგი შეგნებულად, უფრო მეტი კი შეუგნებლად), რადგან ყველა გონიერმა ადამიანმა იცის, რომ ნატოს წევრი პოლონეთის ან ლიეტუვას მსგავსი საგარეო პოლიტიკის გატარების ფუფუნება საქართველოს არ გააჩნია, რადგან საქმე საქმეზე თუ მიდგა, დაახლოებით ისეთივე დახმარებას აღმოგვიჩენს დასავლეთი, როგორც ეს გააკეთა 2008 წელს – წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.

Back to top button