„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი მეგი გოცირიძე 20 ივნისს გამართულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
როგორც ცნობილია, აქცია ნანკა კალატოზიშვილს მიყავდა, რამაც მეგი გოცირიძის მხრიდან უკმაყოფილება გამოიწვია. გოცირიძე მოითხოვს მომდევნო აქცია ნანკა კალატოზიშვილმა არ წაიყვანოს და მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერს შეურაცხყოფა აღარ მიაყენოს.
„მოვითხოვ: უზრდელმა ცენზორმა, კაცთმოძულე, არაევროპელმა, გოიმმა ნანკა კალატოზიშვილმა არ წაიყვანოს მომდევნო აქცია და იქ მისულ ათიათასობით, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერს აღარ მოგვაყენოს შეურაცხყოფა!“- წერს მეგი გოცირიძე.