ირაკლი ღარიბაშვილი: კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო პირველი რეგიონში, მსოფლიოში 45-ე ადგილზეა

კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო არის პირველი რეგიონში, მსოფლიოში 45 -ე ადგილზე. უკრაინა არის 122-ე ადგილზე და მოლდოვა 105-ე ადგილზე – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

 

„რაც შეეხება კორუფციის რისკებს და ამ ინდექსის მიხედვით შედარება საქართველოს მოლოდვასთან და უკრაინასთან: საქართველო არის 29-ე ადგილზე, უკრაინა არის 104- ე ადგილზე. ბიზნესის კორუფციული რისკის ინდექსის მიხედვით, საქართველო არის 29-ე ადგილზე, უკრაინა 104-ე და მოლდოვა 115-ე ადგილზე. კორუფციის გლობალური ინდექსი, ეს არის საერთაშორისო გამჭვირვალობის მიხედვით, საქართველო არის 41-ე ადგილზე, უკრაინა არის 123-ე ადგილზე და მოლდოვა 114-ე ადგილზე. კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო არის პირველი რეგიონში, მსოფლიოში 45 -ე ადგილზე. უკრაინა არის 122-ე ადგილზე და მოლდოვა 105-ე ადგილზე”,-განაცხადა პრემიერმა.

 

პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა უსაფრთხოების რეიტინგზეც, რომლის მიხედვითაც საქართველო მე-14 ადგილზეა მსოფლიოში.

 

ახლა რაც შეეხება უსაფრთხოების რეიტინგს, აქაც საქართველო მე-14 ადგილზეა მსოფლიოში, უკრაინა არის 81-ე ადგილზე, მეგობრებო, ძვირფასო კოლეგებო და ძვირფასო ევროპელებო და მოლოდვა არის 84-ე ადგილზე.

 

აი ეს არის კონკრეტული, ჩვენი მუშაობის, ჩვენი ათწლიანი მუშაობის შედეგი, გამოხატული კონკრეტული რეიტინგების მიხედვით, რომელიც შეადგინა მსოფლიო ბანკმა და საერთაშორისო გამჭვირვალობამ და ა.შ. აღარ ჩამოვთვლი თქვენ ყველაფერი მოისმინეთ”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Back to top button