„საქართველოს ცნობადი NGO-ები კი არ გაიშვას! ჯანსაღ სამოქალაქო სექტორს ძალიან კარგად ვიცნობ მრავალ დარგში და ევროპელებსაც, რომლებიც ჩემზე უარასედ ლანძღავენ ევროკრატებს. ვიმეორებ – თავს ვიკავებ, რომ ცალკეული გაქსუებული უცხოელების მიერ დაფინანსებულ აქაურ ფსევდოებს არ ვუთხრა ის, რაც ეკუთვნით“- ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით ეს სამარცხვინო სუბიექტები საზოგადოებისთვის ვერაფრის ეტალონები ვერ იქნებიან. აქ ბინძური რუსული ფულის სუნი იგრძნობა მათთვის ნებსით თუ უნებლიედ.
„ეს სამარცხვინო სუბიექტები ჩვენთვის, საზოგადოებისთვის ვერასდროს, ვერაფრის ეტალონები ვერ იქნებიან. ევროპა არაა ანგარებიანი კუბილიუსი ანდა გლუკსმანი. აქ ბინძური რუსული ფულის სუნი იგრძნობა მათთვის ნებსით თუ უნებლიედ. 3+3-ის ფორმატი, უვიზო მიმოსვლა თუ პირდაპირი ავიარეისები მოსკოვებში, პირობითად ხვალ-ზეგ იქნება. ვინ გვიბიძგა? გახრწნილმა ევროპამ. მაკავებენ კოლეგა მეგობრები რომ ზედმეტები არ დავწერო/ვთქვა. საქართველოს ცნობადი NGO-ები კი არ გაიშვას! ჯანსაღ სამოქალაქო სექტორს ძალიან კარგად ვიცნობ მრავალ დარგში და ევროპელებსაც, რომლებიც ჩემზე უარასედ ლანძღავენ ევროკრატებს. ვიმეორებ – თავს ვიკავებ, რომ ცალკეული გაქსუებული უცხოელების მიერ დაფინანსებულ აქაურ ფსევდოებს არ ვუთხრა ის, რაც ეკუთვნით“- წერს გია აბაშიძე.