მამუკა მდინარაძე: უამრავი ფეიკი გავრცელდა მატერიალურ ბენეფიტებთან დაკავშირებით

არაფერ შუაში არ არის კანდიდატის სტატუსი ფინანსებთან ,,არაფერ შუაში არ არის კანდიდატის სტატუსი ფინანსებთან,’’ – ასე უპასუხა ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რა ფინანსური ბენეფიტი დაკარგა საქართველომ კანდიდატის სტატუსის არ მიღებასთან დაკავშირებით.

 

მისი განმარტებით. ფინანსები პირდაპირ კავშირში არ არის კანდიდატის სტატუსთან.

 

,,მთელი ბოლო დღეების განმავლობაში, უამრავი ფეიკი გავრცელდა მატერიალურ ბენეფიტებზე ამ გადაწყვეტილების ჭრილში, რაც არის სრული ფეიკი იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ არის დამოკიდებული ფინანსებზე და ფინანსები არ არის დამოკიდებული ამ გადაწყვეტილებაზე. არაფერ შუაში არ არის კანდიდატის სტატუსი ფინანსებთან,’’ – განაცხადა მდინარაძემ.

Back to top button