მამუკა მდინარაძე ხოშტარიაზე: უკვე რამდენიმე დღე მოვუწოდებთ, გამოაქვეყნოს რუსული შემოსავლები; გამოაქვეყნოს და დარწმუნდება საზოგადოებაც, თქვენც და ჩვენც, თუ რაშია საქმე

აქ არის ორი ვერსია, მესამე ვერსია ბუნებაში არ არსებობს. ერთი ვერსიაა, რომ მართლა საავტორო მემკვიდრეობას იღებს, რაც წარმოუდგენელია თანხის ის რაოდენობა, რაც მათ ერიცხებათ, ყოველთვიურად. მაგრამ, ასე თუ არის, ამის დამტკიცება შეიძლება მარტივად. უკვე რამდენიმე დღე მოვუწოდებთ გამოაქვეყნოს რუსული შემოსავლები. გამოაქვეყნოს და დარწმუნდება საზოგადოებაც, თქვენც და ჩვენც, თუ რაშია საქმე,’’ – ასე უპასუხა ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ელენე ხოშტარიას რუსული ფულის შესახებ დასმულ შეკითხვას.

 

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, არის ლეგიტიმური ეჭვი, რომ ეს თანხები, რაოდენობიდან გამომდინარე სულაც არ არის სამემკვიდრეო თანხა და შესაძლოა, სჭირდებოდათ ლეგენდა, თანხის გადმოსარიცხათ.

 

,,რეალურად, აბსოლუტურად ლეგიტიმურია ეჭვი, რომ ეს არ არის საავტორო და სამემკვიდრეო, არამედ შესაძლოა, ლეგენდა იყოს შექმნილი და ამ ლეგენდის თანახმად, სინამდვილეში, რაღაცა სხვა რუსული ფულია. ალბათ ადვილად გასაგებია, რა მიმართულებით შეიძლება იყოს. მაგალითად, თუ ეჭვი არსებობს, რომ შეიძლება ურიცხავდნენ თავის „პარტნიორებს“, რბილად ვთქვათ, აქაც, პირდაპირ საქართველოში არ ჩაურიცხავენ, რომ ეს არის ვთქვათ – აგენტია და მოდი, ამას ჩავურიცხოთო. ასე ხომ არ ჩაურიცხავენ, რაღაც ლეგენდა სჭირდება ამ ჩარიცხვას. ეს ლეგენდაა, ვითომ სამემკვიდრეო ჰონორარი, თუ სინამდვილეში, იმასთან გვაქვს საქმე, რაზეც ეჭვები გამოითქმის, მაშინ დაგვარწმუნოს, გამოაქვეყნოს,’’ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Back to top button