თამთა მეგრელიშვილი არახამიაზე: ალბათ უკრაინა ოცის (ოლიგარქის) ხელში რომ არის ეს იგულისხმა და მათი ქვეყნის უბედურება ამ მხრივაც კარგად ესმის…

მისი ერთ-ერთი ბოლო მომართვის ტექსტის შინაარსი – “ძალიან საწყენია იმის გააზრება, რომ ქართველები ერთი ოლიგარქის ტყვეობაში მოექცნენ” ჩემში “ქურდს ქუდი ეწვის” ასოციაციას იწვევს – წერს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი რადას დეპუტატის დავით არხამიას ვიდეო მიმართვაზე.

 

„ქართული წარმოშობის, საქართველოს მოღალატემ, დავით გიორგის ძე არახამიამ ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი მოწოდებებითა და ქართული მხარისადმი გაჟღერებული ბრალდებებით “მტრის” რეკორდი მოხსნა. მისი ერთ-ერთი ბოლო მომართვის ტექსტის შინაარსი – “ძალიან საწყენია იმის გააზრება, რომ ქართველები ერთი ოლიგარქის ტყვეობაში მოექცნენ” ჩემში “ქურდს ქუდი ეწვის” ასოციაციას იწვევს. ალბათ უკრაინა ოცის (ოლიგარქის) ხელში რომ არის ეს იგულისხმა და მათი ქვეყნის უბედურება ამ მხრივაც კარგად ესმის…“ – წერს მეგრელიშვილი facebook-ზე.

Back to top button