ხვალ იწყება ნატო-ს სამიტი, სადაც მთავრობის დელეგაცია მიემგზავრება ჩემი ხელმძღვანელობით. ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას ნატო-ს სამიტზე. პირადად გენერალური მდივნის მოწვევა მივიღე და ველოდებით, რომ იქნება შეფასებული და აღიარებული ყველა ის პროგრესი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ამ წლების განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მას ექნება მაღალი დონის შეხვედრები ევროპელ ლიდერებთან.
„მექნება მაღალი დონის შეხვედრები ჩვენს ევროპელ ლიდერებთან და მიმაჩნია, რომ ქვეყანამ ძალიან დიდი პროგრესი განიცადა, თუნდაც ნატო-სთან ინტეგრაციის მიმართულებით. ჩვენ ერთდროულად გავხსენით ნატო-სთან ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი კრწანისში და ვფიქრობ, ქვეყანამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თავსებადობა კიდევ უფრო გაეზარდა ჩვენი ჯარის. ჩვენ ვაძლიერებთ ჯარს, მიმდინარეობს აქტიური რეფორმები ჯარში, ტრანსფორმაციის პროცესი და რეფორმის პროცესი, ყველა ეს დინამიკა იქნება შენარჩუნებული და ქვეყანა გავა სამშვიდობოზე”, – განაცხადა პრემიერმა.