თორნიკე რიჟვაძე: არ მგონია ქართველი ხალხის ნება იყოს, რომ ლიბერასტების ჩრდილოვან კაბინეტს გადავცეთ ხელისუფლება

,,მნიშვნელოვანია როგორც ქალაქში, ისე ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფა, ტურიზმის სექტორის მაქსიმალური მხარდაჭერა და ის ჩავარდნა, რაც გვქონდა ბოლო წლების განმავლობაში სრულად უნდა იქნეს გამოსწორებული ტურიზმის მიმართულებით.

 

ყველას კარგად ესმის, მათ შორის ხალხს, რომ რადიკალური ნაწილი ცდილობს, მათ შორის ეს მიმდინარე აღდგენა ნებისმიერი საშუალებით დააზიანონ, გამოიწვიონ განსაკუთრებული უკმაყოფილება მოსახლეობაში, თუმცა ისინი ამ მიზანს ვერ მიაღწევენ და დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად დაიკავებს ღირსეულ ადგილს მათ შორის, ევროპულ ოჯახში. თუმცა, არა მგონია ქართველი ხალხის ნება იყოს ან ჩვენი წინაპრების ოცნება, რომ ლიბერასტების ჩრდილოვან კაბინეტს გადავცეთ ხელისუფლება” – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე.

Back to top button