ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო ნატოში შვედეთის გაწევრიანების განაცხადს მიესალმება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვედეთის პრემიერ-მინისტრ მაგდალენა ანდერსონთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო მიესალმება ნატოში შვედეთის გაწევრიანების განაცხადს.

 

“ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა შვედეთის პრემიერ-მინისტრ მაგდალენა ანდერსონთან.

საქართველო მიესალმება ნატოში შვედეთის გაწევრიანების განაცხადს. საქართველოში ამაყობენ შვედეთის სახით ნამდვილი მეგობრისა და სანდო პარტნიორის ყოლით. შვედეთის მხრიდან ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს მისწრაფებების უპირობო მხარდაჭერისთვის მადლობელი ვართ”,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

Back to top button