ჩვენ გავაძლიერებთ საქართველოს მედეგობას რუსეთიდან და ნებისმიერი სხვა წყაროდან მომდინარე კიბერ-შეტევების მიმართ, – დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შესახებ „ტვიტერზე” წერს.
როგორც ბორის ჯონსონი აღნიშნავს, დამატებით გამოყოფილი 5 მილიონი გირვანქა სტერლინგი საქართველოს დაეხმარება საერთო უსაფრთხოების კონტექსტში საფრთხეების გამოვლენასა და მათზე რეაგირებაში.
„ჩვენ გავაძლიერებთ საქართველოს მედეგობას რუსეთიდან და ნებისმიერი სხვა წყაროდან მომდინარე კიბერ-შეტევების მიმართ.
დამატებით გამოყოფილი 5 მილიონი გირვანქა სტერლინგი საქართველოს დაეხმარება ჩვენი საერთო უსაფრთხოების კონტექსტში საფრთხეების გამოვლენასა და მათზე რეაგირებაში”, – აღნიშნავს ბორის ჯონსონი.