„ფაქტი, რომ ჯიუტია არაერთხელ გაგვიგია. ჰოდა აქაც ამ სიჯიუტესთან ერთად ერთი უბრალო ჭეშმარიტებასთან გვაქვს საქმე, როგორც აღმოჩნდა „სირცხვილია“ გვერდს რუსეთიდანაც მართავენ! ახლა, როგორც გინდა განსაჯეთ, გინდაც თქვით, რომ მათ შორის რუსეთიდანაც! ოპოზიციას, მათ ტელევიზიებს ხომ არ დაავიწყდათ, რომ რუსეთი ოკუპანტია“- ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი მოძრაობა „სირცხვილიას“ Facebook-გვერდის ადმინების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელზეც ჩანს, რომ გვერდს რუსეთიდანაც მართავენ.
მისი თქმით ჩვენ არათუ ვიცით რუსეთი ვინაა, უფრო მეტიც მათ წინააღმდეგ სამი ომიც გამოვიარეთ და ახლა ვიღაცებს თურმე ის არ მოსწონთ, კიდევ ომს არ ვაპირებთ.
„ფაქტი, რომ ჯიუტია არაერთხელ გაგვიგია. ჰოდა აქაც ამ სიჯიუტესთან ერთად ერთი უბრალო ჭეშმარიტებასთან გვაქვს საქმე, როგორც აღმოჩნდა „სირცხვილია“ გვერდს რუსეთიდანაც მართავენ! ახლა, როგორც გინდა განსაჯეთ, გინდაც თქვით, რომ მათ შორის რუსეთიდანაც! ოპოზიციას, მათ ტელევიზიებს ხომ არ დაავიწყდათ, რომ რუსეთი ოკუპანტია, თუ აქაც ის შემთხვევა გვაქვს, როცა ელენე ხოშტარიას, რუბლები კი არის რუსული, მაგრამ ეს ხომ ელენე ხოშტარიაა?!
სხვათა შორის ამერიკის ელჩსაც, ქალბატონ კელი დეგნანსაც უნდა ვკითხოთ, დიდი განცხადება, რომ შემოგვთავაზა დღეს, სადაც „შეგვახსენა,“ თუ როგორი ცუდია რუსეთი, მის გულწრფელობას ნამდვილად დავიჯერებ, თუ იმავეს საჯაროდ ელენე ხოშტარიას ეტყვის, რუბლების რუსეთიდან მიღება არა პატრიოტულია, თან თუ ვერ/არ ამტკიცებ რა ფულია, „სირცხვილია“ რუსეთიდან რომ იმართება, არ შეძლება, სახიფათოა, დასაგმობია!
იქვე ნაციონალებს თუ შეახსენებს, რომ მათი ლიდერი კობა ნაყოფია, რუსეთის მოქალაქეა, რომ სააკაშვილის უგუნურობით, რუსეთმა როგორ მოახერხა ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპაცია ( რის თაობაზეც მას აშშ-ს სახელმწიფო მდივანი კონდი რაისი აფრთხილებდა!), არც ის გამოეპარებოდა ქალბატონი ელჩის მახვილ თვალს რამდენი სტრატეგიული ობიექტი გადასცეს რუსებს, აი იმ ხალხმა რომელთა გუნდში დაუფარავად არიან ქალბატონი ლომჯარია, ქალბატონი გიგაური.
თორემ ჩვენ არათუ ვიცით, რუსეთი ვინაა, უფრო მეტიც მათ წინააღმდეგ სამი ომიც გამოვიარეთ და ახლა ვიღაცებს თურმე ის არ მოსწონთ, კიდევ ომს არ ვაპირებთ. სხვათა შორის ქალბატონმა ელჩმა ბრძანა, ვისაც ომი სურს საქართველოშიო, რუსულ გეგმაში ჯდებაო, ჰოდა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა დანილოვამ, არისტოვიჩმა, არახამიამ არაერთხელ მოგვიწოდეს რუსეთს მეორე ფრონტი გაუხსენითო და რუსეთის კარნახით გვეუბნებიან??? და საერთოდ ვისაც აქ არეულობა და რევოლუცია უნდა რუსულ სცენარში ჯდება, ასე არა?? გინდა ქართველი იყოს და გინდაც უცხოელი, ასე არ არის ქალბატონო ელჩო, ღრმად პატივცემულო კელი დეგნან?“- წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.