გია ვოლსკი აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტზე: ვფიქრობ ასეთი პროვოკაციები კიდევ დაიგეგმება

რას შეეძლო ანრი ოხანაშვილი, გაწონასწორებული, მეოჯახე, საერთაშორისო დონის სპეციალისტი, კანონმორჩილი, სრულიად ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, გამოეყვანა წყობილებიდან და ფიზიკურად შეხებოდა წერეთელს თანაც საელჩოს ტერიტორიაზე, ეგ ყველასათვის გასაგებია – მხოლოდ უკიდურეს სიბილწეს, ღირსების შეურაცყოფას, სხვა ვერსია არ არსებობს! – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს.

“ამასთანავე ლოგიკური ახსნა აქვს დაგეგმილ პროვოკაციას, მიზანი ახალი მესიჯის შექმნაა – “კრიტიკული მედიის პატიოსან წარმომადგენელს “ქართული ოცნების” დეპუტატების ჯგუფი თავს დაესხა აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე” – სრული ბოდვა, მასიური ისტერიკა, იქ მყოფი ჩვენი კოლეგების ბულინგის ორგანიზება. ვფიქრობ ასეთი პროვოკაციები კიდევ დაიგეგმება” – წერს ვოლსკი.

Back to top button