მიხეილ ჩხენკელი ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

 

მიხეილ ჩხენკელი: „4 ივლისი ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეა. გულითადად ვულოცავ ამერიკელ ხალხს, ამერიკის მთავრობასა და აშშ-ის ელჩს საქართველოში ამ ღირსშესანიშნავ თარიღს!

 

4 ივლისი თავისუფლებისა და დემოკრატიული ღირებულებების სიმბოლოს წარმოადგენს, არა მხოლოდ ამერიკელი ხალხისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.

 

ამერიკასა და საქართველოს შორის არსებული მრავალწლიანი თანამშრომლობა პირადად ჩემთვის, როგორც საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქისთვის, განსაკუთრებით ძვირფასია.

 

მადლობას ვუხდი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას – ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს სამაგალითო თანამშრომლობისთვის და საქართველოს განათლების სისტემის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ჩვენთვის ნამდვილად ფასდაუდებელია თქვენი მხარდაჭერა და თანადგომა.

 

მოხარული ვარ, რომ ორი ქვეყანა, ამერიკელი და ქართველი ხალხი  იზიარებს  საერთო ღირებულებებს.”

 

კიდევ ერთხელ გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, გისურვებთ მშვიდობასა და კეთილდღეობას!“

Back to top button