ირაკლი კობახიძე: ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ვულოცავთ დღევანდელ დღეს

ირაკლი კობახიძემ აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

 

„ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ვულოცავთ დღევანდელ დღეს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის თანამშრომლობა, რომელიც არსებობს ორ სახელმწიფოს შორის და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გავამყაროთ“, – განაცხადა კობახიძემ.

Back to top button