ირაკლი ღარიბაშვილი: ვაფასებთ აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და ვაგრძელებთ მრავალმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას, თანამშრომლობის ახალი სფეროების გამოვლენის პარალელურად

ვაფასებთ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და ვაგრძელებთ მრავალმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას, თანამშრომლობის ახალი სფეროების გამოვლენის პარალელურად- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” წერს.

 

მთავრობის მეთაური ამერიკის შეერთებულ შტატებს და ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

 

„დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ჩვენს მჭიდრო პარტნიორ და მეგობარ ამერიკის შეერთებულ შტატებს! ვაფასებთ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და ვაგრძელებთ მრავალმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას, თანამშრომლობის ახალი სფეროების გამოვლენის პარალელურად”,- წერს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში”.

Back to top button