„ძალიან აქვს დაზეპირებული თავისი “სულიერი” მოძღვრის, აკერმანის ანდერძი მშვენიერაძეს. იმ აკერმანის, რომელსაც თითქოს ყველგან გამოსდიოდა, მაგრამ იბერიას არ უნდა შეხებოდა. შეეხო – და დაასვენა მისგან უფალმა დედამიწა. ისევე დაასვენა, როგორც თავად აკერმანის “გურუ”, ჯინ შარფი, ამ ეშმაკების, ამ ლეგიონის სამოქმედო ნაშრომის ავტორი“- ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი გიორგი მშვენიერაძის განცხადებას „ტვ პირველში“ სტუმრობისას.
„ძალიან აქვს დაზეპირებული თავისი “სულიერი” მოძღვრის, აკერმანის ანდერძი მშვენიერაძეს. იმ აკერმანის, რომელსაც თითქოს ყველგან გამოსდიოდა, მაგრამ იბერიას არ უნდა შეხებოდა. შეეხო – და დაასვენა მისგან უფალმა დედამიწა. ისევე დაასვენა, როგორც თავად აკერმანის “გურუ”, ჯინ შარფი, ამ ეშმაკების, ამ ლეგიონის სამოქმედო ნაშრომის ავტორი: “როგორ წამოიწყო რევოლუცია და არაძალადობრივი ქმედებების 198 მეთოდი”.
✓ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარი (სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური)
✓ საჯარო გამოსვლები
✓ ცნობადი სახეების მიერ ხელმოწერილი საჯარო განცხადებები
✓ დაპირებათა და ბრალდებათა დეკლარაციები
✓ ჯგუფური პეტიციები
✓ ლოზუნგები, კარიკატურები, სიმბოლოები
✓ მასმედია, რადიო, ტელევიზია
✓ ჯგუფური ლობბი
✓ პიკეტირება
✓ ფსევდო არჩევნები
✓ ოფიციალურ პირთა დევნა ქუჩაში, სამსახურთან, საცხოვრებელ სახლებთან
✓ ოფიციალურ პირთა საჯარო დაცინვა და შეურაცხყოფა
✓ საპროტესტო ავტოკოლონები, მსვლელობები
✓ დემონსტრაციული პოლიტიკური დამკრძალავი პროცესიები
✓ საპროტესტო მიტინგები
✓ სოციალური და სპორტული საქმიანობის შეწყვეტა
✓ საზოგადოებრივი მოვლენების ბოიკოტირება
✓ სტუდენტური გაფიცვები
✓ საზოგადოებრივი დაუმორჩილებლობა
✓ პოლიტიკური ნიშნით სავაჭრო პროდუქციის მოხმარებაზე უარი
✓ უარის თქმა საიჯარო და საბანკო ვალდებულებების გადახდაზე
✓ საერთაშორისო არენაზე ხელისუფლების სანქცირების პროცესების ინიცირება
✓ მეწარმეთა გაფიცვა
✓ მოვაჭრეთა საყოველთაო გაფიცვა
✓ გადასახადების გადახდაზე უარის თქმა
✓ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ბოიკოტირება
✓ პატიმართა გაფიცვა
✓ სამუშაო ადგილებზე ტოტალური საბოტაჟი
✓ პროტესტის ნიშნად სამსახურების მასობრივი დატოვება
✓ თეატრალური ხასიათის საპროტესტო პერფორმანსები
✓ საკანონმდებლო ორგანოების საქმიანობის ბოიკოტირება
✓ არჩევნებისა და მისი შედეგების ბოიკოტირება
✓ სამთავრობო დაწესებულებების საქმიანობის ბოიკოტირება
✓ კანონის აღსრულებაზე ტოტალური უარის თქმა
✓ სამართალდამცავის ორგანოების საქმიანობის ხელის შეშლა
✓ საგზაო ნიშნების დაზიანება
✓ ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების მიუღებლობა
✓ ტოტალური ანტისახელმწიფოებრივი დაუმორჩილებლობა
✓ მჯდომარე გაფიცვები
✓ სატრანსპორტო კოლაფსის შექმნა
✓ სასამართლო ორგანოებისადმი დაუმორჩილებლობა
✓ ადმინისტრაციული, სააღმსრულებლო ორგანოებისადმი დაუმორჩილებლობა
✓ ამბოხი
✓ დიპლომატიური ღონისძიებებისადმი ხელის შეშლა
✓ დიპლომატიური ურთიერთობების გაუარესების პროვოცირება
✓ საპროტესტო თვითდაზიანებები, თავის დაწვა
✓ შიმშილობა
✓ ახალი სოციალური წესრიგის დამყარება
✓ გზების ბლოკირება
✓ ალტერნატიული სოციალური ინსტიტუტების შექმნა
✓ ალტერნატიული საკომუნიკაციო სისტემების შექმნა
✓ მიწის ნაკვეთების უკანონო დაუფლება, შენობებში უკანონო შეჭრა/დაკავება
✓ მაროდიორობა
✓ სტრატეგიული საკომუნიკაციო სისტემების, ცხელი ხაზების ხელოვნური გადატვირთვა
✓ დაკავება/დაპატიმრების მასობრივი პროვოცირება
✓ პარალელური პარლამენტისა და მთავრობის შექმნა აკერმანიდან – მშვენიერაძემდე “ბაკურიანის ანდერძის” გადმოცემას ის ბრძენი კახელიღა აკლდა ცნობილი ანეკდოტიდან: “ჩემიყ*ე ერთად იწერებაო თუ ცალცალკე?”- წერს ქართველიშვილი.