„ნაც-რეჟიმმა შეიწირა ასობით ახალგაზრდა, იყო ოფიციალური ტერორი და პროკურატურაზე გადაფორმებული სასამართლო, ბიზნეს-რეკეტს ბოლო არ უჩანდა და ვინც ამის შემოქმედი იყო იმას “პოლიტ-პატიმარს” ეძახის ეს უტიფარი…თან არც ერთ ზემოჩამოთვლილ ფაქტზე სინდისს არასდროს შეუწუხებია“- წერს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ნინო ლომჯარიას განცხადების შესახებ.
„სინდისი, რომ სემინარებზე დაგრჩა, ეს ის შემთხვევაა… სახალხო დამცველი, რომ პარტიის გაუქმებას ითხოვს ეს ხომ ერთი ტრაგედიაა და მეორეა ის უტიფრობა რასაც ეს სუბიექტი არ იმჩნევს… ნაც-რეჟიმმა შეიწირა ასობით ახალგაზრდა, იყო ოფიციალური ტერორი და პროკურატურაზე გადაფორმებული სასამართლო, ბიზნეს-რეკეტს ბოლო არ უჩანდა და ვინც ამის შემოქმედი იყო იმას “პოლიტ-პატიმარს” ეძახის ეს უტიფარი… თან არც ერთ ზემოჩამოთვლილ ფაქტზე სინდისს არასდროს შეუწუხებია…
მოკლედ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ტრენინგ-სემინარებზე ნასწავლი ადამიანის უფლებებითა და დემოკრატიით მოდიან თანამდებობებზე, პასუხისმგებლობა აქვთ ნული და კომპეტენციის შეგრძნება “პლინტუს” დაბლა… საქართველოა ის ერთადერთი შემთხვევა, სადაც “NGO” სექტორი რევოლუციას ქადაგებს, სახალხო დამცველი პროკურორის ფუნქციებს ითავსებს და ოპოზიცია საკუთარ უნიათობას, ხალხს აბრალებს…“- წერს ქადაგიძე Facebook-ზე.