საქართველო პატარაა, “ყველა ყველას” იცნობს, ყველამ ვიცით ვინ ვინაა, მაგრამ ადამიანების ერთმანეთთან ასე დაკავშირებას მაინც მყარი არგუმენტაცია სჭირდება და სანიუსედ ასეთი თემის გამოტანას და საპირისპიროს მტკიცებას სხვა სტანდარტი სჭირდება – ტვ პირველი ალბათ ხვდებით – ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი ტვ „პირველის“ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საბერძნეთში დაკავებული „კანონიერი ქურდი“ კაკო ბილანიშვილი ივანიშვილების ოჯახის ახლობელია.
„დაკავებული კაკო ბილანიშვილი, 72 წლის კაცი, არ არის ბერას უახლოესი მეგობარი და არც მისი უახლოესი გარემოცვის წევრი. საქართველო პატარაა, “ყველა ყველას” იცნობს, ყველამ ვიცით ვინ ვინაა, მაგრამ ადამიანების ერთმანეთთან ასე დაკავშირებას მაინც მყარი არგუმენტაცია სჭირდება და სანიუსედ ასეთი თემის გამოტანას და საპირისპიროს მტკიცებას სხვა სტანდარტი სჭირდება – ტვ პირველი ალბათ ხვდებით.
აი მაგალითად მყარი არგუმენტაციით შეგახსენებთ, რომ ნაქურდალი ფულით საზრდოობთ, კრიმინალი, ბავშვის მკვლელი გყავთ ტელევიზიის სათავეში და რაცაა და როგორცაა ყველამ ვიცით და სანიუსედ ამ თემის გატანა ზედმეტ კითხვის ნიშნებს არავისთვის შექმნის. ამბობ დაამტკიცე, ეს სტანდარტი, რომ დამტკიცდება თქვენს ეთერში გასვლასაც აზრი დაეკარგება, მესმის…“ – -წერს მეგრელიშვილი facebook – ზე.