მამუკა მდინარაძე: ტესტავდნენ ომის ნარატივს, მხარს უჭერდნენ უკრაინიდან, ცალკე ადამიანების მხრიდან მომდინარე ნარატივს, რომლებიც პირდაპირ ომისკენ მოუწოდებდნენ ქვეყანას

ტესტავდნენ ომის ნარატივს, არ ემიჯნებოდნენ, პირიქით მხარს უჭერდნენ უკრაინიდან, ცალკე ადამიანების მხრიდან მომდინარე ნარატივს, რომლებიც პირდაპირ ომისკენ მოუწოდებდნენ ამ ქვეყანას – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „იმედი live”-ში.

 

მისი თქმით, იმ მოწოდებების თანამონაწილეები და აქტორები იყვნენ ჭიაბერაშვილი, უსუფაშვილი, მარგველაშვილი, ლომჯარია, გიგაური, და ა.შ.

 

„უკრაინელი დეპუტატი, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, არა ერთი სამწუხაროდ, რომ გამოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ საქართველო უნდა შეგვეხიდოს ამ ომში, უნდა გაისერნიონ ცხინვალში და სოხუმში და პირდაპირი მოწოდებები ომისკენ ხომ იყო? ვთქვათ ეს არის გარკვეული ფიგურების პერსონალური მოსაზრება და არა დავალებით გაცემული მინიშნებები, ვისი დავალებით, ამასაც დავანებოთ თავი. რა რეაქციები ჰქონდათ მაგალითად საქართველოში „ნაცმოძრაობის“ ან ენჯეო სექტორის აქციის ვითომ ორგანიზატორების წარმომადგენლებს? უარყვეს, გაემიჯნენ, თუ რა ქნეს? ისინი ამბობდნენ ომი უნდა იყოს საქართველოში და შავი ხვრელია საქართველო, ომზე ტესტავდნენ აქ ხან ჭიაბერაშვილი ალაპარაკეს, ხან დავით უსუფაშვილი გამოდიოდა და მინიშნებებს აკეთებდნენ ცოტა ირიბად, ხან ყოფილი პრეზიდენტი მარგველაშვილი გამოდიოდა და შეიარაღებაზე საუბრობდა, ტესტავდნენ, ხან ჟურნალისტები გამოდიოდნენ და ომზე ლაპარაკობნენ და თავმოყვარეობას უკავშირებდნენ, ხან სახალხო დამცველი გამოდიოდა და ბომბების წვიმას ჩაურთავდა ხოლმე.

 

კი არ გაემიჯნენ დატესტეს. ისინი ხომ ამბობენ, რომ მოიგონა ვიღაცამ, მე ამას ვცდილობ დავამტკიცო, ვთქვათ ვიღაცამ მოიგონა, ერთი წამით დავუშვათ ეს თეორიული აბსტრაქცია, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები რომ ამას ამბობდნენ ვინმე გაიმიჯნა? ისინი პირიქით, მეორე ნაწილში ეთანხმებოდნენ, რომ დიახ, შავი ხვრელიაო საქართველო. ომის ნაწილში ჩვენ რომ ვაკრიტიკებდით შემოგვიერთნენ? თქვეს, რომ ეს არასწორია? ვინმემ ეს დაგმო? არა, პირიქით, აქტორები იყვენ ესენიც, იმ მოწოდებების თანამონაწილეები იყვნენ, ან უნდა გამიჯვნოდნენ, ან თანამონაწილეები არიან. თავისუფლად შემიძლია ახლა ამის ლაპარაკი და მით უმეტეს, როცა საქართველოში გატესტვებიც ვნახეთ, ახლა ჩამოგითვალეთ რამდენიმე ადამიანი, ლომჯარია, გიგაური, მარგველაშვილი, უსუფაშვილი, ჭიაბერაშვილიდა ა.შ. ეს ხალხი, არ გახსოვთ კონკრეტული დღეები, როცა გატესტვები მიდიოდა? კი, არ გაიმიჯნენ პირიქით ირიბად მხარი დაუჭირეს.

 

შესაბამისად, კულისებში რა ხდება ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ღია წყაროებში მოიპოვება არა ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ეს ადამიანები ტესტავდნენ ომის ნარატივს და არ ემიჯნებოდნენ, პირიქით მხარს უჭერდნენ უკრაინიდან სამწუხაროდ ცალკე ადამიანების მხრიდან მომდინარე ნარატივს, რომლებიც პირდაპირ ომისკენ მოუწოდებდნენ ამ ქვეყანას. ერთი დამატებითი არგუმენტი – მოხალისეებით სავსე თვითმფრინავები გავუშვითო, როგორც მინიმუმ, მართლაც რომ წამოგებულიყო ამ პროვოკაციას საქართველოს ხელისუფლება გარანტია სად იყო, რუსეთშია გარანტია? ოკუპანტ მტერ ქვეყანაში გარანტია, რომ ომს არ დაიწყებდნენ? რატომ გვარისკინებდნენ, უკაცრავად ჟარგონისთვის, მაგრამ რატომ გვაწვებოდნენ ამაზე? სანქციები ამ ქვეყანას რომ უფრო დააზიანებდა, იყო თუ არა რისკის შემცველი ომთან მიმართებაში, იყო თუ არა მოხალისეებით სავსე თვითმფრინავის გაგზავნა ომის რისკის შემცველი? რატომ გვარისკინებდნენ? ამას თუ გავაკეთებდით კარგი იყო და ომი ან დაიწყებოდა ან არაა? როგორც მინიმუმ ამ რისკებზე ხომ მიდიოდა ამდენი არგუმენტი გროვდება და ომი მოგონილი როგორ არის?“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Back to top button