საქართველოს პრემიერ-მინისტრი ავსტრიაში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერის კარლ ნეჰამერის მიწვევით, ვენაში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა.

 

ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი ორმხრივ მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

 

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე იმყოფებიან.

Back to top button