ამერიკელი კონგრესმენი ვიქტორია სპარცი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ანდრეი ერმაკს გადადგომისკენ მოუწოდებს.
„ბევრ ამერიკელ და ევროპელს უკვე დიდი ხანია, აქვთ სერიოზული ეჭვები ერმაკთან დაკავშირებით. ერმაკი რომ სახელმწიფო მოხელე ყოფილიყო, როგორც ასეთი საეჭვო რეპუტაციის ადამიანი, ჯერ კიდევ ზამთარში დატოვებდა თანამდებობას, მაშინ, როცა უკრაინის მთავრობას არწმუნებდა, რომ რუსეთის მხრიდან თავდასხმა არ მოხდებოდა. ამან შეამცირა უკრაინის მომზადების დონე, თუმცა არასდროსაა გვიანი სწორად მოქცევა“, – აცხადებს სპარცი.
კონგრესმენის თქმით, ერმაკმა მის წინააღმდეგ ცილისწამების კამპანია დაიწყო. სპარცის თქმით, როგორც ჩანს, კიევს აქვს ფული ინფრასტრუქტურის აღსადგენად, მაგრამ არ აქვს თანხა სამხედროების დასახმარებლად. საუბარია მაგალითად 2014 წლის ანტიტერორისტული ოპერაციის მონაწილე სამხედროებისთვის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.