ნანა კაკაბაძე ნაცმოძრაობას: ბიძინა ივანიშვილი ფიზიკურად რომც არ არსებობდეს, მაინც ვიღაცას დააბრალებთ საკუთარ ლუზერობას, რადგან არ გინდათ იმის აღიარება, რატომ ხალხისთვის ასეთი ტოქსიკურები ხართ

ბიძინა ივანიშვილი ფიზიკურად რომც არ არსებობდეს, მაინც ვიღაცას დააბრალებთ საკუთარ ლუზერობას, რადგან არ გინდათ ნაცებს იმის აღიარება, თუ რატომ ხართ ხალხისთვის ასეთი ტოქსიკურები, რატომ მოხდა, რომ ვინც გაგეკარათ, ყველამ დაკარგა ის მცირე რეიტინგიც კი, რომელიც გააჩნდათ – წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია ” ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” ნანა კაკაბაძე.

 

კაკაბაძე მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებულ სხვადასხვა კვლევის შედეგებს ეხმიანება, სადაც საქართველოს წამყვანი პოზიციები უკავია. როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, გასაგებია, მონაცემების გაჟღერების შემდეგ, რატომ ჩაიგუბა პირში წყალი ინფორმაციით დამწუხრებულმა საქართველოს ოპოზიციამ და რატომ არ აფასებენ ამ ყოველივეს ის საერთაშორისო ექსპერტები და ევროდეპუტატები, რომლებიც ჩაგვჩიჩინებენ, რომ ჩვენი ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, რომ აქ პრორუსული ოლიგარქიული რეჟიმი, დიქტატურა და ტირანიაა, რომ სასამართლო უსამართლოა, მედია იდევნება, ციხეებში გაუსაძლისი მდგომარეობაა, ბიზნესი შევიწროვებულია და თუ არ გამოვსწორდებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ გვაღირსებენ.

 

“რატომ ხართ ნაცები ტოქსიკურები მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებული სხვადასხვა კვლევების შედეგებით, საქართველოს უკავია წამყვანი პოზიციები, განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, გუშინ გამართულ მთავრობის სხდომაზე. როგორც აღმოჩნდა არაერთი საერთაშორისო კვლევის მაჩვენებლის მიხედვით, საქართველოს წამყვანი პოზიციები უკავია. საქართველო, მსოფლიოში არსებულ 200 მდე სახელმწიფოს შორის, 35-ე ადგილზეა, მთავრობის კეთილსინდისიერების 2022 წლის ინდექსით, ევროპაში კი ოცეულშია. საქართველო, ევროპის ანტიკორუფციული ცენტრის კვლევის მიხედვით, მსოფლიოში, 32-ე ადგილზეა, სახელმწიფოს კეთილსინდისიერების ინდექსით, პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს შორის მე-2 ა ესტონეთის შემდეგ. დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენი ქვეყანა ნატოს წევრ 15 და ევროკავშირის 12 სახელმწიფოს უსწრებს. 2012 წელს იგივე კვლევებითა და მონაცემებით 69-ე ადგილზე ვყოფილვართ. საქართველო, გლობალური მშვიდობის ინდექსით, მსოფლიოში მე-2-ე ადგილზეა, მშვიდობიანი 10 წლიანი პროგრესით, ხოლო ინდექსის სრული ისტორიული გაუმჯობესებით – პირველზე. ასევე, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზე ყოფილა ღია ბიუჯეტის ინდექსით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევების მიხედვით, ერთ სულ მოსახლეზე, მთლიანი შიდა პროდუქციის (მშპ) ზრდის ტემპით, მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ, ევრაზიის კონტინენტზე კი – პირველზე.

 

ამავე ავტორიტეტული ორგანიზაციის პროგნოზით, განვითარების ასეთი ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში საქართველოში 6 წელიწადში ეს მონაცემი გაორმაგდება და ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქციის (მშპ) ოდენობა 9 ათას დოლარს მიაღწევს. უკრაინის ომის ფონზე, ეკონომიკის რეცესია და მნიშვნელოვანი ეკონომიკური კრიზისები ბევრ ქვეყანაში უკვე სახეზეა (მათ შორის ევროპაშიც და ამერიკაშიც), საქართველო კი ინარჩუნებს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, მშვიდობას და სტაბილურობას. ეს მარტო დღეს გამოქვეყნებული მონაცემებია, თორემ სხვა სტატისტიკებიც უამრავია (პატიმართა და ევროსასამართლოში გაგზავნილი საჩივრების რაოდენობის მკვეთრი შემცირება, ციხის, მედიის და ბიზნესის პირობების მკვეთრი გაუმჯობესება და ბევრი სხვა ცვლილება რად ღირს), სადაც საქართველოს პროგრესი თვალსაჩინოა.

 

რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში პრობლემები აღარ არსებობს,ამას არც ხელისუფლება ამტკიცებს. მაგრამ ბოროტი მცდელობაა, დაგვაჯერონ, სისხლიანი ტირანიის დამსრულებელი ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს მთავარი პრობლემაა. უშედეგოა ორკესტრირებული შავი პიარიც, ვინაიდან ივანიშვილი, ყველა ხელისუფლების დროს, თითქმის 30 წელია, უცხოეთში ნაშოვნ ფულს საკუთარი ქვეყნის ეკონომიკის, კულტურის, სპორტის და სოფლის მეურნეობის გადარჩენასა და აღორძინებას ახმარს. როცა ადგილობრივი და უცხოელი ნაცმაცუნები ამბობენ, რომ დეოლიგარქიზაცია დებიძინიზაციას ნიშნავსო, რას გულისხმობენ? რა უნდა ქნას ამ კაცმა, წავიდეს მის მიერ კიდევ უფრო მეტ განადგურება- გადაგვარებას გადარჩენილი ქვეყნიდან? მერეც ხომ იგივეს გაიმეორებთ თქვენს დაუსაბუთებელ ნარატივს და იტყვით, ის ახლაც მართავს ხელისუფლებას უცხოეთიდან და მაინც ოლიგარქიაო? მაშ რა ქნას, თავი მოიკლას?

 

ბიძინა ივანიშვილი ფიზიკურად რომც არ არსებობდეს, მაინც ვიღაცას დააბრალებთ საკუთარ ლუზერობას, რადგან არ გინდათ ნაცებს იმის აღიარება, თუ რატომ ხართ ხალხისთვის ასეთი ტოქსიკურები. რატომ მოხდა, რომ ვინც გაგეკარათ, ყველამ დაკარგა ის მცირე რეიტინგიც კი, რომელიც გააჩნდათ. ზემო აღნიშნული საქართველოს პროგრესული რეიტინგები ვიღაცისთვის გასახარელია, ვიღაცისთვის სამწუხარო, ვიღაცას სჯერა, ვიღაცას არა. გასაგებია, მონაცემების გაჟღერების შემდეგ, რატომ ჩაიგუბეს პირში წყალი, ინფორმაციით დამწუხრებულმა საქართველოს ოპოზიციამ. გასაგებია ისიც, თუ რატომ არ აფასებენ ამ ყოველივეს ის საერთაშორისო ექსპერტები და ევროდეპუტატები, რომლებიც ჩაგვჩიჩინებენ, რომ ჩვენი ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, რომ აქ პრორუსული ოლიგარქიული რეჟიმი, დიქტატურა და ტირანიაა, რომ სასამართლო უსამართლოა, მედია იდევნება, ციხეებში გაუსაძლისი მდგომარეობაა, ბიზნესი შევიწროვებულია და თუ არ გამოვსწორდებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ გვაღირსებენ. თქვე დალოცვილებო, გამოდით და ის მაინც თქვით, რომ ღარიბაშვილი იტყუება, ან იტყუებიან მის მიერ დასახელებული საერთაშორისო ორგანიზაციები (ალბათ ბიძინამ “მოისყიდა”). რატომ დამუნჯდით ყველანი?

 

ერთხელ მაინც აღიარეთ და თქვით, რომ ეს ყველაფერი სწორია. მაგრამ სადა გაქვთ ამის გამბედაობა, მაშინ ხომ ხუხულასავით დაგენგრევათ თქვენს მიერ აშენებული ტყუილების კოშკები, რომ ამ ხელისუფლების ხელში ქვეყანა იქცევა და ყველა პატრიოტის ვალია დაამარცხოს (ან დაამხოს) ოლიგარქიული რეჟიმი? ამიტომ ხართ ტოქსიკურები, ორპირები და ცრუპენტელები, ფსევდოლიბერალები თქვენი ლობისტი ევროდეპუტატებიანად, და ამიტომაც გაძლევენ ხმას მხოლოდ თქვენნაირები და თქვენივე ტელევიზიებით დროებით მოტყუებულები. ამიტომაც დარჩებით მუდმივად მსრგინალურ მდგომარეობაში მანამ, სანამ არ დაიწყებთ თქვენს თავში არსებული პრობლემების და მიზეზების აღიარებას. „სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა“ – Facebook-ზე.

Back to top button