„ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში პოლიტიკურ ლიდერს ხელისუფლებაში მიყავს ის პროფესიონალები, ვისთანაც მანამდე უმუშავია ანდა ძალიან კარგად იცნობს. ლიდერისთვის ‘აუტსაიდერები’ პოლიტიკურ სისტემაში ვერასდროს ხვდებიან“- ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე წერს, რითაც პრემიერ-მინისტრის მიერ გამოქვეყნებულ წერილს ეხმიანება.
მისივე თქმით 2011 წლიდან სააკაშვილის ფლანგი სასოწარკვეთილად ცდილობს ბიძინა ივანიშვილის დემონიზაციას შინ და გარეთ. ვერაფერი გამოუვიდათ და ვერც გამოუვათ ახალი კამპანიით ე.წ. დეოლიგარქიზაციაზე.
„პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დროული და აქტუალური წერილი გამოაქვეყნა მისსა და ბიძინა ივანიშვილის ურთიერთობაზე, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის დეტალებზე. საზოგადოების დიდმა ნაწილმა ეს იცის, ბევრმა არა. როგორც იტყვიან, გამეორება ცოდნის დედაა. როდესაც დასამალი არაფერი გაქვს და გულახდილი ხარ, იქაა შენი სიძლიერე. ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში პოლიტიკურ ლიდერს ხელისუფლებაში მიყავს ის პროფესიონალები, ვისთანაც მანამდე უმუშავია ანდა ძალიან კარგად იცნობს. ლიდერისთვის “აუტსაიდერები” პოლიტიკურ სისტემაში ვერასდროს ხვდებიან. 2011 წლიდან სააკაშვილის ფლანგი სასოწარკვეთილად ცდილობს ბიძინა ივანიშვილის დემონიზაციას შინ და გარეთ. ვერაფერი გამოუვიდათ და ვერც გამოუვათ ახალი კამპანიით ე.წ. დეოლიგარქიზაციაზე. უცხადესად ჩანს, რომ რაც კი ნეგატივი არსებობს, ყველაფერი “ნაციონალური მოძრაობის” აქტივშია და ჯიუტად ცდილობენ სხვებზე იმის გადაბრალებას, რაც თავად არიან“- წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.