ექსპერტი გია გაბრიჭიძე „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებას ეხმიანება, რომელიც თავის მხრივ აღნიშნავს „ივანიშვილმა კარგად თქვა ღარიბაშვილზე, რაც გინდათ, ის დაუძახეთო, მაგრამ ზრდილობა არ მომცემს უფლებას დავუძახო ის, რასაც მასზე ვფიქრობ“.
მისი თქმით პაატა მანჯგალაძემ შეძლო ხალხის გაერთიანება და მათგან შესაფერისი შეფასების დამსახურება, დაწერა რა საჭიროა, ისედაც ყველამ იცის.
„შეძლო! მაინც შეძლო! მაინცადამაინც ბევრი არ უწვალია, მაგრამ ამ ე.წ. დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ შეძლო ხალხის გაერთიანება და მათგან შესაფერისი შეფასების დამსახურება. ზრდილობა არ მაძლევს უფლებას ვთქვა, თუ რას ფიქრობს მასზე ხალხი, მაგრამ დაწერა რა საჭიროა, ისედაც ყველამ იცის“- წერს გია გაბრიჭიძე Facebook-ზე.