ზურაბ ქადაგიძე ტვ „მთავრის“ ჟურნალისტზე: ეს არ არის “ფეიკი” და მონტაჟი… ეს არის “ნეო-ლიბერალიზმის” სახე, სადაც მთავარია აღქმა და აზრის ფორმირება, ხოლო რეალობა მე-10 ხარისხოვანია…

ეს არის ის ღირებულებითი სხვაობა რადიკალ “ნეო-ლიბერალთა” ბინძურ კასტასა და დანარჩენ საქართველოს შორის, სადაც მიუხედავად უამრავი სახელმწიფოებრივი პრობლემებისა, “უსამშობლო ნაძირლებს” ხელისუფლებაში არასდროს მოაბრუნებს… – წერს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ტვ „მთავრის“ ჟურნალისტზე, რომელმაც, მისივე თქმით, პირდაპირ ეთერში იცრუა.

 

„ეს არ არის “ფეიკი” და მონტაჟი… არც დავალებაა არხის ხელმძღვანელობისგან… ეს არის “ნეო-ლიბერალიზმის” სახე, სადაც მთავარია აღქმა და აზრის ფორმირება, ხოლო რეალობა მე-10 ხარისხოვანია… ეს არის რადიკალური ოპოზიციის ღირებულებითი ორიენტირი-სიცრუე, უტიფრობა, მოდელირება, ფსიქოლოგიური-ტერორი… ეს არის ქართული ჟურნალისტიკის, როგორც დემოკრატიის მთავარი საფუძვლის გაბითურება, გამოთაყვანება და გაბაიბურება… ეს არის ის ღირებულებითი სხვაობა რადიკალ “ნეო-ლიბერალთა” ბინძურ კასტასა და დანარჩენ საქართველოს შორის, სადაც მიუხედავად უამრავი სახელმწიფოებრივი პრობლემებისა, “უსამშობლო ნაძირლებს” ხელისუფლებაში არასდროს მოაბრუნებს…“ – წერს ქადაგიძე facebook -ზე.

Back to top button