თვალეს, თვალეს ვერ დათვალეს – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციური მედიის მიერ გამოქვეყნებულ არასწორ მონაცემს, თუ რამდენჯერ ყავდა პრემიერ-მინისტრს წერილში ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებული. როგორც ქადაგიძე წერს, კრიტიკულმა მედიამ მთელი დღე ბიძინა ივანიშვილის ხსენების დათვლას მოანდომა და მაინც ვერ დათვალა. “ძალიან კრიტიკულმა მედიამ” ირაკლი ღარიბაშვილის წერილში, მთელი დღე ბიძინა ივანიშვილის ხსენების დათვლას მოანდომა და მაინც ვერ დათვალა.
მთავარი არხი: პრემიერ-მინისტრმა 40-ჯერ ახსენა ბიძინა ივანიშვილი
ტვ პირველი: პრემიერ-მინისტრმა 38-ჯერ ახსენა ბიძინა ივანიშვილი
ფორმულა: პრემიერ-მინისტრმა 39-ჯერ ახსენა ბიძინა ივანიშვილი თვალეს, თვალეს, ვერ დათვალეს” – წერს ანალიტიკოსი.