მოდი, გავამარტივოთ ყველაფერი: ბიძინა ივანიშვილი რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ერევა, სინამდვილეში, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. ამ ქვეყნისთვის რამდენი აქვს გაკეთებული, ესეც ჩვენზე არანაკლებად კარგად იციან – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“რა თქმა უნდა, მაინც ამბობენ (კამპანიურად), რომ ოლიგარქია და ერევა პოლიტიკურ ცხოვრებაში, მაგრამ მტკიცებულება – ნული!
სანამ ქართული ოცნება იქნება, სულ ასე იტყვიან. რა შეუშლით უსაფუძვლო ბრალდებებში ხელს?
ანუ, ეს რომ არ თქვან, “ქართული ოცნება” აღარ უნდა იყოს. სულ მარცხდებიან მასთან და იმიტომ.
გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილი მათთვის ძალიან ცუდ მოგონებებთან ასოცირდება. ანუ ძალაუფლების დაკარგვით და შემდგომი წარუმატებლობებით გამოწვეული კომპლექსები და დამარცხებულის ფსიქოლოგია, თავისას შვება.
ამაზე მარტივად ამოსახსნელი და ასახსნელი, რა შეიძლება იყოს, არ ვიცი” – აცხადებს იონათამიშვილი.