,,პირველ ყოვლისა, 12 პუნქტი ძალიან ამბიციურია. ვფიქრობ, თუ ისინი შესრულდება, მაშინ ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ საქართველოს მიანიჭონ კანდიდატის ქვეყნის სტატუსი. ჩვენ ყურადღებით მივადევნებ თავლას ამ პროცესს,’’ – განაცხადა ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ ,ტელეკომპანია პირველის ეთერში.
მისი თქმით, დეოლიგარქიზაცია არ ეხება მხოლოდ ერთ ადამიანს, არამედ სისტემას. სისტემა თუ გამართულად მუშაობს, ვერავინ შეძლებ მის გამოყენებას.
,,რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, ყოველთვის ვამბობ, რომ სისტემა თუ გამართულია ვერცერთი ინდივიდი ვერ შეძლებს მის ბოროტად გამოყენებას. თუ დემოკრატიული პროცესები იქნება გატარებული, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ეს ოლიგარქი, თუ რაიმე ჯგუფი ოლიგარქების იმიტომ, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთ ადამიანზე, არამედ საუბარია სისტემაზე. იმიტომ, რომ ყოველთვის გამოჩნდება ადამიანი, რომელიც თქვენი დემოკრატიის ბოროტად გამოყენებას შეეცდება და უნდა დაიცვათ თქვენი დემოკრატია,’’- განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.