,,მთელი ეს პერიოდი ვთავაზობდით ოპოზიციას, რომ ნებისმიერ თემაზე ჩაერთონ კონსტრუქციულ დისკუსიაში და საპარლამენტო ცხოვრებაში. მათ აინტერესებთ ერთადერთი რამ, რაც საზოგადოებისთვის საერთოდ არ არის საინტერესო. მათ აინტერესებთ ორ პროცენტიანი ბარიერი იმისათვის, რომ ნაცმოძრაობას თავის სატელიტებთან ერთად მიეცეთ მეტი შანსი 2024 წელს. ეს არის ერთადერთი. რაც აინტერესებთ. არანაირი ხალხის ინტერესი არ აქვთ,’’ – განაცხადა ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემა ,,იმედი LIVE’’-ის ეთერში.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ნაციონალურ მოძრაობას და მის სატელიტებს არ აინტერესებთ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის სოციალური და ეკონომიკური თემები.
,,ჩვენ ვთავაზობთ უამრავ საკითხზე დისკუსიას. ეს არის ეკონომიკური, სოციალური თემები. ასევე, დემოკრატიული განვითარების საკითხები და ა.შ. არსად არ ერთვებიან, არანაირ დისკუსიაში. ერთადერთი, რაც აინტერესეთ, არის ის საკითხები, სადაც სუბიექტურად შეიძლება მოახდინონ ძალაუფლების დაბრუნება. მეტი არაფერი არ აინტერესებთ, საერთოდ. არც ერთ საკითხში არ ჩართულან მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რაც არის საზოგადოებისთვის საინტერესო. ყველაფერს ვთავაზობთ, არანაირი დამატებითი პუნქტები არ სჭირდებათ. ცალკეა, რა თქმა უნდა, ეს 12 პუნქტი, რასაც მივყვებით იმისათვის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. ნებისმიერი სხვა საკითხისთვის ღიაა დისკუსია. არსად არ ერთვებიან, საზოგადოებას რაც აინტერესებს. ასეთი შემთხვევა არ მახსენდება საერთოდ,’’ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.