კანდიდატის სტატუსი არის პოლიტიკური საკითხი, პოლიტიკურად ეს ბუნებრივია მნიშვნელოვანია, თუმცა, ერთი რამ არის აქ საინტერესო – არავითარი მატერიალური პრივილეგიები კანდიდატის სტატუსს არ ახლავს, აქედან გამომდინარე, არავითარი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს კანდიდატის სტატუსის მიღების დროს – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.
მისი თქმით, ნაცმოძრაობის წარმომადგენლების და მათი მედიასაშუალებების მხრიდან, მთელი კამპანია წარმოებდა, თითქოს კანდიდატი ქვეყნებისთვის ხდებოდა დამატებითი ფინანსების გამოყოფა, ან სხვა მატერიალური სარგებლის გათვალისწინება რაც იყო სრული ტყუილი.
„კანდიდატის სტატუსი არის პოლიტიკური საკითხი, პოლიტიკურად ეს ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, თუმცა, ერთი რამ არის აქ საინტერესო – არავითარი მატერიალური პრივილეგიები კანდიდატის სტატუსს არ ახლავს, აქედან გამომდინარე, არავითარი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს კანდიდატის სტატუსის მიღების დროს. წარმოიდგინეთ მაგალითად, ყოველწლიურად რომ გვეზრდებოდეს დაფინანსება, რაც გვაქვს ახლა, 100 მილიონი ევრო რომ ხდებოდეს 200 მილიონი ან 150 მილიონი, რა თქმა უნდა, ნებისმიერი თვე შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი. პოტენციური კანდიდატი ქვეყნები და ასევე ასოცირებული ქვეყნები ზუსტად იგივე მატერიალურ სარგებელს იღებენ.
რატომ არის ამის ხაზგასმა მნიშვნელოვანი, მთელი კამპანია წარმოებდა ნაცმოძრაობის წარმომამადგენლების და მათი მედიასაშუალებების მხრიდან, რომ თითქოს ხდებოდა დამატებითი ფინანსების გამოყოფა, ან სხვა მატერიალური სარგებლის გათვალისწინება კანდიდატი ქვეყნებისთვის, რაც იყო სრული ტყუილი. უფრო მეტიც, ჩვენ საბოლოო ჯამში ციფრებით ვამხილეთ, რომ ეს იყო ტყუილი. ამის შემდეგ აქციების ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ქადაგიძე გამოვიდა და თქვა, რომ არათუ კანდიდატი იღებს ასოცირებულზე მეტ თანხასო, კანდიდატი ქვეყნები წევრ ქვეყნებზე მეტ თანხას იღებენო. ამ დროს წევრი ქვეყანა იღებს დაახლოებით ათჯერ მეტს, ვიდრე კანდიდატი და ასოცირებული ქვეყანა, ამ დონეზე იტყუებოდნენ“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.