გია აბაშიძე: რასაც მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, თანხვედრაშია დასავლელი ლიდერებისა და დიპლომატების განცხადებებთან

„რასაც მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ჩვენს საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, თანხვედრაშია დასავლელი ლიდერებისა და დიპლომატების განცხადებებთან“ – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ევროკავშირის ელჩის პასუხს ეხმიანება, რომ „კანდიდატის სტატუსი დამატებით დაფინანსებაზე ავტომატურ წვდომას არ გულისხმობს“.

 

ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადება სრულ თანხვედრაშია დასავლელი დიპლომატების განცხადებებთან.

 

„მერამდენედ მიწევს იმის თვალსაჩინოდ წარმოჩენა, რომ რასაც მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ჩვენს საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, თანხვედრაშია დასავლელი ლიდერებისა და დიპლომატების განცხადებებთან. თავმოყვარე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თუ სპეციალისტი ამდენს უსაგნოდ არ “იღლიცინებდა” საქართველოს ხელისუფლების საგარეო კურსთან დაკავშირებულ გზავნილებზე. თუმცა, როცა სუბიექტი აფილირდება “ნაციონალური მოძრაობის” ფლანგთან, იქ თავმოყვარეობაზე, პროფესიონალიზმსა და ობიექტურობაზე საუბარი არარეალურია“- წერს გია აბაშიძე.

Back to top button