„ეს არის შოკისმომგვრელი და სამარცხვინო ფაქტი. თქვენ სასწორზე ორი უთანაბრო ტვირთი დაუპირისპირეთ ერთმანეთს, სადაც დამოუკიდებელი, სუვერენული საქართველოს საპირწონე პოზიციამ აშკარად გადაწონა თქვენში“- ამის შესახებ ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებას ეხმიანება.
„ქალბატონო ელჩო, ეს განცხადება მაინც წაიკითხეთ ბოლომდე. ეს არის საერთაშორისო სკანდალი, რომლის შემდეგ ნებისმიერი კეთილსინდისიერი ჩინოვნიკი გადადგებოდა. ეს არის შოკისმომგვრელი და სამარცხვინო ფაქტი. ჩვენს სექტასთან პოლიტიკურმა თამაშებმა იცის მსგავსი ფინალი. თქვენ სასწორზე ორი უთანაბრო ტვირთი დაუპირისპირეთ ერთმანეთს, სადაც დამოუკიდებელი, სუვერენული საქართველოს საპირწონე პოზიციამ აშკარად გადაწონა თქვენში.
დარწმუნებული ვარ, ამ ფაქტთან დაკავშირებით, თქვენ ერთ ბრიფინგსაც არ იკადრებთ ჩვენთვის – იმიტომ რომ არ გვთვლით ღირსად, თვალში გეპატარავებით, რადგანაც თქვენს “ფასეულობებს” არ ვიზიარებთ. თქვენს ქვეყანაში მექსიკის საელჩომ დევნა და ბულინგი რომ მოუწყოს რომელიმე მოქმედ მოსამართლეს, რა რეაგირება მოჰყვებოდა – ამაზე მაინც შეგიძლიათ რომ გვიპასუხოთ?“- წერს ქართველიშვილი.