ნინო ჯანგირაშვილი: ჩვენ, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ მედიის დიდ ნაწილს ის ამარაგებს რაღაცა ტიპის კომპრომატებით; ეს ოცნებამაც კარგად იცოდა, მედიამაც ძალიან კარგად ვიცით

,,ჩვენ, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ მედიის დიდ ნაწილს ის ამარაგებს რაღაცა ტიპის კომპრომატებით, ოცნებაზე, რაღაცა ტიპის ინფორმაციით. ეს ოცნებამაც ძალიან კარგად იცოდა, მედიამაც ძალიან კარგად ვიცით, ყველამ ძალიან კარგად იცის,’’-განაცხადა ტელეკომპანია ,,კავკასიის’’ დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა გადაცემა ,,დღის ამბებში’’ სოსო გოგაშვილზე საუბრის დროს.

 

როგორც ჯანგირაშვილმა აღნიშნა, ის მედიას დოზირებულად რაღაცა ტიპის კომპრომატებს აწვდიდა ,,ქართულ ოცნების’’ შესახებ და მასაც ქონდა შანსი მისგან ესეთი კომპრომატი მიეღო, რაზეც თავად უარი განაცხადა.

 

,,სისტემის მამხილებელი ასე არ იქცევა, სულ ისეთ პორციებს უშვებს, რომ აი, დოზირებულად, ხვდები? ეს ყველაფერი, თუ სისტემის მხილება გინდა და მას ძალიან ბევრი რამე აქვს, ერთად უნდა მოაგროვო, უსაფრთხოების ზომები დაიცვა შენი. ჩემამდეც იყო შანსი, რომ მოსულიყო მისი რაღაცა პორცია, რაღაც დოზით, მაგრამ მე არასოდეს არ მქონდა ამის ინტერესი პირდაპირ გეტყვით. მე უარი მითქვამს ასეთ პორციებზე, იმიტომ, რომ დიდი ბოდიში, მაგრამ ვიღაცა, რაღაცას ვაჭრობს, რაღაცას გამოაგდებს, მერე თავი რაღაცა მაგარი ტიპი გონია, დიდი ბოდიში, მაგრამ ეს გონებაშეზღუდულობის ნიშანია მისი მხრიდან,’’ – განაცხადა ჯანგირაშვილმა ტელეკომპანია ,,პირველის’’ ეთერში.

Back to top button