ექსპერტი დავით ქართველიშვილი დადასტურებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით სოციალურ ქსელში წერს, რომ ზელენსკის განსაკუთრებული და მძიმე შეკითხვები აქვს ზურაბ ადეიშვილთან, კერძოდ აინტერესებს მისი კონტაქტები რუსულ სპეც სამსახურებთან. მისი თქმით საინტერესო პროცესები იწყება და ალბათ, მალე ადეიშვილი უკრაინაში ვეღარ გაექცევა საკუთარ “საქციელს”. „არანაირი “პარანოია” უკრაინის პრეზიდენტს არ სჭირდა, როდესაც ერთი მეორის მიყოლებით გაანთავისუფლა თანამდებობებიდან უშიშროების სამსახურის უფროსი ივანე ბაკანოვი და ქვეყნის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა. უშიშროების შეფი მოხსნილია კონკრეტული ფორმულირებით: “სამსახურებრივი მოვალეობების არასათანადო შესრულება, რასაც მოჰყვა ადამიანური მსხვერპლი ან სხვა მძიმე შედეგი ან შეუქმნა წინაპირობა ამ მძიმე შედეგების დადგომას”. არანაკლებად სერიოზული სამსახურებრივი გადაცდომები დაუდეს ბრალად გენერალურ პროკურორს. გარდა ამისა, დადასტურებული ინფორმაციით, ზელენსკის განსაკუთრებული და მძიმე შეკითხვები აქვს ირინა ვენედიქტოვას თანაშემწე ზურაბ ადეიშვილთან, კერძოდ აინტერესებს მისი კონტაქტები რუსულ სპეცსამსახურებთან და სააკაშვილის ბიძასთან, თემურ ალასანიასთან. ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრეი ერმაკის მიმართ რუსეთის სპეცსამსახურებთან სავარაუდო კავშირების შესახებ აშშ-ს კონგრესში წამოწეული შეკითხვების შემდეგ, ეს არის ანალოგიური ეჭვების კიდევ ერთი ფაქტი, ამჟამად ზურაბ ადეიშვილთან მიმართებაში. ძალიან საინტერესო პროცესები იწყება და ალბათ, მალე ადეიშვილი უკრაინაში ვეღარ გაექცევა საკუთარ “საქციელს”- წერს ქართველიშვილი.