ონის მერმა სლოვაკეთის რესპუბლიკის ბანსკა-ბისტრიცას რეგიონის გუბერნატორის მოადგილეს უმასპინძლა

ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე – ლაშა ჭიჭინაძესთან ერთად, სლოვაკეთის რესპუბლიკის ბანსკა-ბისტრიცას რეგიონის გუბერნატორის მოადგილეს ონდრეი ლუნტერს უმასპინძლა.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ, ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე – გიორგი ნოდარიშვილი, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – ალავერდ ხვედელიანი და სლოვაკეთის რესპუბლიკის დელეგაციის სხვა წარმომადგენლები. ასევე, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მეწარმე ქალები და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები.

 

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, მხარეებმა როგორც რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის, ისე ბანსკა-ბისტრიცას რეგიონის სპეციფიკაზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებს. ხაზი გაესვა რეგიონში სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროების გაძლიერების მნიშვნელობას და მწვანე ინოვაციების დანერგვის, სოციალური მეწარმეობის საკითხებს.

 

პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია “მეგობრობის ხიდი ქართლოსი“ სლოვაკეთის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის მიზანია რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონში ე.წ გამყოფ ხაზთან მდებარე მოწყვლადი თემების შესაძლებლობების გაძლიერება, არსებული პრობლემების იდენტიფიცირება, ქალებისა და ახალგაზრდების ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა.

 

პროექტი მოიცავს რამოდენიმე ფაზას: კვლევას, სწავლებას, სასწავლო ვიზიტებს. ასევე, ითვალისწინებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ცოდნისა და უნარების გაზიარებას რეგიონალურ დონეზე, ინფორმაციის ხილვადობის გაზრდას ადგილობრივი მუნიციპალიტეტებში. ტურიზმის, მწვანე ინოვაციების, მეწარმეობის, განვითარებას და სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარებას.

 

შეხვედრის ბოლოს მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

Back to top button