„საქართველოს ომში ჩაურთველობით გაბრაზებულნი შეიკრიბნენ და დაიწყეს გაუგონარი მეთოდების გამოყენება, რაც გამოიხატა საბანკო სისტემის ჩართვით წამოწყებულ პოლიტავანტიურაში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ცნობილი ქველმოქმედის შეფარული ფორმით დასანქცირებას და ამის მეშვეობით ხელისუფლებაში ისევ მწამებელთა და მძარცველთა დაბრუნებას“- ამის შესახებ ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით შვეიცარიული “კრედიტ სუისი”, მეტს რომ ვერაფერს გახდა, გადარიცხვებს ბლოკავს და ამით ცდილობს ვითომდაც “ოლიგარქიის “დეოლიგარგიზაციას”.
„რა ღონეს არ ხმარობს კუბილიუსურად მოდერნიზებული დასავლური დემოკრატია ამ პატარა ქვეყნის და მასზე უსაზღვროდ შეყვარებული უპრეცედენტო მასშტაბის მეცენატის დასასჯელად! ეტყობა, რომ მოისმინეს უდიდებულესი “ჩაკრულო”. ამის შემდეგ, აქედან მოქრთამულ-მოლობისტებული და ომში საქართველოს ჩაურთველობით გაბრაზებულნი შეიკრიბნენ დასავლურ სხვადასხვა საფიხვნოებში და ერთმანეთს მისცეს პირობა ჩავუხტეთ საქართველოს მოსახლეობას და თავს დავატეხოთ ბანიაო! ამ მიზნით დაიწყეს მართლაც და გაუგონარი მეთოდების გამოყენება, რაც გამოიხატა საბანკო სისტემის ჩართვით წამოწყებულ პოლიტავანტიურაში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ცნობილი ქველმოქმედის შეფარული ფორმით დასანქცირებას და მერე ამის მეშვეობით ხელისუფლებაში ისევ მწამებელთა და მძარცველთა დაბრუნებას!
შვეიცარიული “კრედიტ სუისი”, მეტს რომ ვერაფერს გახდა, გადარიცხვებს ბლოკავს და ამით ცდილობს ვითომდაც “ოლიგარქიის “დეოლიგარგიზაციას”! მაგრამ აქვე ისმის კითხვა თავად ვინ არიან და რა ჰქვია იმ მსოფლიო სუბიექტებს, რომლებიც სხვის ქონებას ბლოკავენ და ცდილობენ მის დაუფლებას? ვფიქრობ ნეობოლშევიკები, რომლებიც ზუსტად ასი წლის წინ, ზუსტად იგივე მეთოდებით ახდენდნენ ტერორს და სხვისი საკუთრების ექსპროპრეაციას!“- წერს ედიშერ გვენეტაძე.