უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევთან შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ორმხრივი ურთიერთობების ზრდის დადებითი დინამიკის უზრუნველყოფის იდეის ერთგულია.
“ნაყოფიერი საუბარი მქონდა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევთან. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივების ფართო სპექტრი. ჩვენ ორმხრივი ურთიერთობების ზრდის დადებითი დინამიკის უზრუნველყოფის იდეის ერთგულნი ვართ და ბევრი რამის შეთავაზება შეგვიძლია”,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.