ხაზარაძის მიერ ანაკლიის პროექტის ჩაფლავების შემდეგ, თედო ჯაფარიძე მისი ბიძაშვილის, ბადრი ჯაფარიძის თანაშემწედ დაწინაურდა და როგორც ჩანს, სწორედ ხაზარაძ – ჯაფარიძის მიმართ არსებული ფინანსური ვალდებულები აწერინებს მას მისი კვალიფიკაციის დიპლომატისთვის შეუფერებელ წერილებს, რის გამოც გულწრფელად თანავუგრძნობ – წერს ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
„გავეცანი თედო ჯაფარიძის არცთუ კორექტულ წერილს… ბატონი თედო არასოდეს ყოფილა გამორჩეული მკვახე გამონათქვამებით, მათ შორის არც სააკაშვილის რეჟიმის შეფასების დროს. შესაბამისად, ასეთი თავგამოდება სულ მცირე ძალიან უცნაურია.
ბატონი თედო 2016 წელს დაინიშნა პრემიერ-მინისტრის მრჩევლად საგარეო ურთიერთობათა საკითხებში. თუმცა, მან ქვეყნის სამსახურში ყოფნას მამუკა ხაზარაძის ანაკლიის კონსორციუმში მუშაობა ამჯობინა. ხაზარაძის მიერ ანაკლიის პროექტის ჩაფლავების შემდეგ, თედო ჯაფარიძე მისი ბიძაშვილის, ბადრი ჯაფარიძის თანაშემწედ დაწინაურდა და როგორც ჩანს, სწორედ ხაზარაძე – ჯაფარიძის მიმართ არსებული ფინანსური ვალდებულები აწერინებს მას მისი კვალიფიკაციის დიპლომატისთვის შეუფერებელ წერილებს, რის გამოც გულწრფელად თანავუგრძნობ. სამწუხაროა, რომ მან დიპლომატის მუნდირი ხაზარაძე – ჯაფარიძის ფულზე გაცვალა!“ – წერს ნიკოლეიშვილი facebook – ზე.